იმედი მაქვს, ჩვენს პარტნიორებთან ერთად მოვახერხებთ "ქართული ოცნების“ სიჯიუტის და მათი მანიაკალური სახელისუფლებო ამბიციების მოთოკვას - ბაქრაძე
პოლიტიკა - 19:33, 23 Feb, 2021     714

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე, დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის დაწყებამდე აცხადებს, რომ იმედი აქვს პარტნიორებთან ერთად მოახერხებენ "ოცნების" სიჯიუტის და მათი მანიაკალური სახელისუფლებო ამბიციების მოთოკვას.

ბაქრაძის შეფასებით, "ოცნებამ" დღეს საქართველოში შეიქმნა საფრთხე, რომ ჩვენ აღარ ვიქნებით დასავლეთის პარტნიორები.

"ჩვენ ყველას, ოპოზიციასაც და ელჩებსაც გვაწუხებს საერთო პრობლემა, როგორ დავშორდეთ დაპირისპირების იმ უფსკრულს, რომლის წინაშეც ყველა დაგვაყენა „ქართულმა ოცნებამ“ და როგორ მოვიქცეთ ისე, რომ ამ ქვეყნის ევროპულ და დასავლურ მომავალს საფრთხე არ შეექმნას დღევანდელი ხელისუფლების სკამების ჩაბღაუჭების და სახელისუფლებო ამბიციების გამო. ამიტომ ვართ მოსული, ეს გვაწუხებს და მოსული ვართ იმიტომ, რომ მოვძებნოთ გამოსავალი იმ პოლიტიკური ჩიხიდან, რომელშიც ყველა ერთად შეგვიყვანა „ქართულმა ოცნებამ“, მოვძებნოთ გამოსავალი, რომელიც ამ ქვეყანს ააშორებს დაპირისპირებას, ააშორებს დასავლური მომავლის დაკარგვას, რომ საქართველო კვლავ დარჩეს ღირებულ პარტნიორად შეერთებული შტატების და ევროკავშირისთვის, რასაც ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის დღევანდელი ხელისუფლების ნაბიჯები. დიახ, დღეს საქართველო საკუთარმა ხელისუფლებამ მიიყვანა დაპირისპირების უფსკრულის პირას“.

დიახ, დღეს საქართველოში შეიქმნა საფრთხე, რომ ჩვენ აღარ ვიქნებით დასავლეთის პარტნიორები. ამის თავიდან აცილება, დეესკალაცია და პოლიტიკური ჩიხიდან გამოყვანა არის ჩვენი მთავარი ამოცანა. ამიტომ ვარ დღეს აქ. წინასწარ ვერაფერს გეტყვით, მაგრამ იმედი მაქვს, ჩვენს პარტნიორებთან ერთად მოვახერხებთ „ქართული ოცნების“ სიჯიუტის, მათი მანიაკალური სახელისუფლებო ამბიციების მოთოკვას“, - განაცხადა ბაქრაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42