"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, სალომე სამადაშვილი, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისა და ელჩების შეხვედრის დაწყებამდე აცხადებს, რომ "დღეს განვითარებულმა მოვლენებმა ქვეყანაში შექმნა ახალი პოლიტიკური რეალობა. ამ ყველაფრის ფონზე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფასილიტატორ ელჩებს და დიპლომატიულ კორპუსს გავაცნოთ ჩვენი შეხედულებები, ჩვენი შეფასებები".
სამადაშვილის თქმით, შეხვედრა იქნება კომპლექსური და ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ ყველა მოვლენას განიხილავენ, რათა "ადეკვატური იყოს დასავლელი პარტნიორების ზეწოლა ხელისუფლებაზე".
"დღეს განვითარებულმა მოვლენებმა ქვეყანაში შექმნა ახალი პოლიტიკური რეალობა. ამ ყველაფრის ფონზე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფასილიტატორ ელჩებს და დიპლომატიულ კორპუსს გავაცნოთ ჩვენი შეხედულებები, ჩვენი შეფასებები, თუ რა მდგომარეობაა შექმნილი ქვეყანაში და ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რა შეიძლება იყოს მათი როლი, იმაში, რომ ჩვენ დავიწყოთ ამ კრიზისიდან გამოსვლა. ჩვენ ვაპირებთ კომპლექსურად ვისაუბროთ ყველა იმ საკითხზე, რაც შეეხება უკანსაკნელ პერიოდში დასავლეთიდან საქართველოსადმი განხორციელებულ პოლიტიკას, რათა ადეკვატური იყოს ჩვენი დასავლელი პარტნიორების ზეწოლა ხელისუფლებაზე", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა შეხვედრის წინ.
ცნობისთვის, ოპოზიციისა და ელჩების შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები






