პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის შეფასებით, დღევანდელი სპეცოპერაცია, რომელიც ენმ-ს ოფისის შტურმით აღებასა და ნიკა მელიას ძალის გამოყენებით დაკავებას ემსახურებოდა, ევროპული და ამერიკული სტანდარტით ჩატარდა. მისი თქმით, ძალისმიერი მეთოდების გამოყენებ ას ადგილი არ ჰქონია და ის წარსულში მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის მეთოდები იყო:
"დღეს, ჩვენ ყველამ, პირდაპირ ეთერში ვნახეთ კანონის აღსრულების ღონისძიება ევროპული და ამერიკული სტანდარტით, როდესაც პოლიცია მოქმედებდა მაქსიმალური სიფრთხილით, მოზომილად, პროპორციულად და იყო ორიენტირებული კანონის ზედმიწევნით სწორად აღსრულებაზე და არა ძალისმიერი მეთოდების დემონსტრირებაზე. ძალისმიერი მეთოდების დემონსტრირება არის ნაციონალური მოძრაობის წარსული, მათი სახე და ჩვენ რა თქმა უნდა, არ მივცემთ ჩვენ თავს უფლებას, რომ რაიმე არაცივილური ფორმით მოხდეს კანონის აღსრულება" - განაცხადა ოხანაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






