"არანაირი ხელების ჩამოყრა, არანაირი შიში, შემართება და ბრძოლა გამარჯვებამდე, მათ უნდა გამოვგლიჯოთ ქვეყანა!"-ელენე ხოშტარია
პოლიტიკა - 15:32, 23 Feb, 2021     755

დღეს ნიკა, მიუხედავად იმისა, რომ მოიტაცეს და სადღაც გამოკეტეს, არის ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე მთელი ერთად აღებული ქართული ოცნება, თავისი სპეცრაზმით, პოლიციით, პროკურატურით და მონა მოსამართლეებით - ამ სიტყვებით მიმართა ელენე ხოშტარიამ მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილებს.

"ნიკა არის ძლიერი, იმიტომ, რომ მას აქვს თავგანწირვა, გამბედაობა, ქვეყნის სიყვარული, იდეა და ის არასდროს არ გაჩერდება ჩვენთან, ყველასთან ერთად, რომ გავათავისუფლოთ ქვეყანა და არ დავუთმოთ ბიძინა ივანიშვილს.

ჩვენ ერთად ვართ ბევრად უფრო მეტნიც, ბევრად უფრო ძლიერებიც, იმიტომ, რომ ჩვენ მხარეს არის სიმართლე და მის ძალას ვერ დაამარცხებს ვერანაირი ფული.

მე შემიძლია დაგპირდეთ, ჩვენ ვიწყებთ გამათავისუფლებელ მოძრაობას და გპირდებით, რომ აუცილებლად მივა ბოლომდე, ჩვენ არ გვაქვს დასაკარგი ქვეყანა.

ნიკა მელიას დაჭერა სცდება უბრალოდ ერთი ადამიანის გამოკეტვას. ჩვენ გვყავს პოლიტპატირები - გიორგი რურუა დღემდე გამომწყვდეულია ციხეში. ყველა პოლიტპატიმრის თემას სცდება ის, რაც გამოგვიცხადა ბიძინა ივანიშვილმა - რომ მთლიანად ქვეყანა უნდა წაგვართვას, დიქტატურაში უნდა გვაცხოვროს და თითოეული მოქალაქის თავისუფლება დამოკიდებული იქნება მხოლოდ მის ნებაზე. ამაზე უნდა მიიღოს მტკიცე უარი. მე პირობას ვდებ, რომ ჩვენ, ყველა ერთად, კარგად გავაგონებთ ამ უარს, გამოვგლეჯთ ქვეყანას და მივცემთ ჩვენს მომავალს და არა საბჭოთა წარსულს.

არანაირი ხელების ჩამოყრა, არანაირი შიში, შემართება და ბრძოლა გამარჯვებამდე!"- განაცხადა ხოშტარიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42