ოპოზიციასთან ამ ფორმით ბრძოლა ევროპული გზა არ არის - ევროპარლამენტარი მელიას დაკავებაზე
პოლიტიკა - 15:09, 23 Feb, 2021     978

ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება. იგი მბობს, რომ პოლიტიკურ ოპოზიციასთან ამ ფორმით ბრძოლა ევროპული გზა არ არის.

მისი თქმით, საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ევროპულ ოჯახში წევრობის პერსპექტივაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა ექნება.

"ნაციონალური მოძრაობის ოფისზე შტურმის მიტანა, ეს დაძაბული ვითარება ძალიან ცუდ მოგონებებს მახსენებს. ეს ნორმალური პოლიტიკური ცხოვრების ნაწილი ვერ იქნება, აქ რაღაც ფუნდამენტურად არასწორადაა და ეს არა ხალხს, არამედ პოლიტიკას ეხება. პოლიტიკა საქართველოში კუთხეშია მიმწყვდეული და ეს ძალიან სარისკოა. ვწუხვარ, ამის თქმა რომ მიწევს, მაგრამ პროცესები დასასრულთან ახლოსაა. პოლიტიკურ ოპოზიციასთან ამ ფორმით ბრძოლა ევროპული გზა არ არის", - განაცხადა ფორმულასთან აუსტრევიჩუსმა.

მანვე აღნიშნა, რომ "საქართველო უკეთეს პოლიტიკოსებს იმსახურებს".

"ხალხმა უნდა გადაწყვიტოს და არა პოლიტიკოსებმა. პოლიტიკოსებს ვერ ეყოლებათ ქვეყანა ტყვედ, დემოკრატიული წესები არსებობს, რომელსაც უნდა მიჰყვე. საქართველო უკეთეს პოლიტიკოსებს იმსახურებს. იოლი არ იქნება ამ ვითარებიდან გამოსვლა, მაგრამ ეს რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს. ამჟამინდელი სიტუაცია არც საქართველოსთვის და არც ჩვენი პარტნიორობისთვის სახარბიელო არ არის. ეს ყველაფერი ჩვენი ურთიერთთანამშრომლობის პროცესში უამრავ ეჭვს წარმოშობს", - განაცხადა პეტრას აუსტრევიჩუსმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42