თავი შეიკავეთ სისხლისღვრისგან და ძალადობრივი დარბევისგან - მესამე სექტორი ხელისუფლებას მიმართავს
პოლიტიკა - 13:58, 23 Feb, 2021     674
არასამთავრობო ორგანიზაციებმა საერთო განცხადება გააკეთეს და ხელისუფლებას მიმართეს, რომ საზოგადოებას, რომელიც ნიკა მელიას დაჭერას კანცელარიის შენობასთან გააპროტესტებს, მშვიდობიანი აქციის გამართვის უფლება მისცეს და ძალის გამოყენებას არ მიმართოს. მესამე სექტორმა ოცნების გუნდს სწორი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა, რათა პროცესები კიდევ უფრო მეტ ჩიხში არ შევიდეს:
"ხელისუფლებას, პოლიტიკური ნების შემთხვევაში, ჰქონდა ძალიან კარგი სამართლებრივი გზა იმისთვის, რომ აღნიშნული პროცესები ჩაეყენებინა ნორმალურ დემოკრატიულ კალაპოტში, თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩვენ ვიხილეთ გუშინ რადიკალური განცხადებები და დილის გადაწყვეტილება ეს იყო პიკი, რაც შეიძლება ხელისუფლებას მიეღო იმისთვის, რომ დეესკალაცია მოეხდინა პროცესების და კრიზისი კიდევ უფრო გაეღრმავებინა, ამიტომ ამ პროცესების კიდევ უფრო ჩიხში შეყვანა მხოლოდ და მხოლოდ დააზიანებს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. ერთადერთი და ყველაზე სწრაფად რაც უნდა მოხდეს, არის ის, რომ საზოგადოებას უნდა მიეცეს საშუალება პროტესტი მშვიდობიან ფორმებში გამოხატოს და ხელისუფლებამ ეს უნდა უზრუნველყოს. შემდგომ უკვე ყველა ღონე უნდა იქნეს მიღებული, რომ ეს პროცესები კიდევ უფრო არ გაღრმავდეს და კიდევ უფრო მეტ კრიზისში არ შევიდეთ, რაც ჩვენი ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო დონეზე დააზიანებს. ასევე მნიშვნელოვანია დასავლეთ საზოგადოების და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა ამ პროცესში, რომ არ დავკარგოთ მთელი ამ წლების განმავლობაში მონაპოვარი, რასაც საქართველომ ნაბიჯ-ნაბიჯ მიაღწია და აგურ-აგურ აშენა ჩვენი დემოკრატიული განვითარების გზაზე.


რადგანაც სიტუაცია განმუხტვის ნაცვლად, მძიმდება დღის მანძილზე, გვინდა მოვუწოდოთ ხელისუფლებას პირველ რიგში, თავი შეიკავოს სისხლის ღვრისგან, ძალადობრივი დარბევებისგან და გააკეთოს ყველაფერი, რომ აღდგეს დიალოგი მათსა და ოპოზიციას შორის. გვინდა მოვუწოდოთ სამართალდამცავებს, ნუ დაემორჩილებით უკანონო ბრძანებებს, ნუ იზამთ ისე, რომ ფუნდამენტური უფლება გამოხატვის თავისუფლებისა იყოს დარღვეული ამ ქვეყანაში დღეიდან. ხოლო საერთაშორისო საზოგადოებას გვინდა მოვუწოდოთ, რომ რაც შეიძლება აქტიურად ჩაერთონ მოლაპარაკების პროცესში" - განაცხადეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42