საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთავარი ოპოზიციური პარტიის შტურმიტ აღებასა და ენმ-ს თავმჯომარის ნიკა მელიას ძალის გამოყენებით დაკავების ფაქტს სოციალური ქსელით გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ბოლო ათწლეულების განმავლობაში არ მომხდარა მსგავსი ფაქტი და ეს პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ ივანიშვილი ყველაზე მეტად ნაციონალურ მოძრაობას ებრძვის, მიზეზი კი ამ ოპოზიციური პარტიის აქტიური ბრძოლაა რეპრესიების წინააღმდეგ:
"საქართველოს ისტორიაში ბოლო ათწლეულებში არასდროს არ მომხდარა ის, რომ ასეთი სახით სრულიად მოგონილი მიზეზით დაეპატიმრებინათ მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე.
მე მინდა გვესმოდეს, რატომ არის ივანიშვილი ასე მომართული ნაციონალურ მოძრაობაზე და რატომ ებრძვის ყველაზე მეტად ამ პარტიას, რომ გაანადგუროს და მისი ლიდერები....
ეს არის მთავარი ძალა, რომლის მთავარი ამოცანა არის საქართველოს და ქართველი ერის დახსნა სიღარიბისა და მონობის უღელისგან, რომელიშც შეყვანა ივანიშვილმა. ეს არის ძალა, რომელმაც შეძლო წარმატებული გამოცდილების შექმნა და ბრძოლის გაგრძელება მიუხედავად მადენი წლის რეპრესიებისა.
ივანიშვილის სპეცრაზმი მივა ყველგან და ყველა ლიდერთან, რომელიც იბრძვის იმისთვის, რომ საქართველო გადაარჩინოს მძიმე ხვედრისგან
ისინი ამას გააგრძელებენ იმიტომ, რომ სხვა გამოსავალი არ აქვთ და ჩვენც სხვა გამოსავალი არ გვაქვს, თუ არა გავაგრძელოთ ბრძოლა გამარჯვებამდე" - განაცხადა სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






