დიალოგს ალტერნატივა არ აქვს - კახა კალაძე
პოლიტიკა - 11:49, 23 Feb, 2021     854
თბილისის მერი კახი კალაძე ენმ-ს ოფისის შტურმით აღებასა და ნიკა მელიას ძალის გამოყენებით დაკავებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. მისი შეფასებით, საზოგადოება ოკუპაციის 100 წლისთავზე ჯერ კიდევ ვერ შეთანხმდა ელემენტარულ სახელმწიფოებრივ პრინციპებზე:

"პირველი, რაც მინდა ვთქვა, საბედნიეროდ, აყვანის ოპერაციის დროს არავინ დაშავებულა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელმა დღემ გვაჩვენა, რომ ოკუპაციის 100 წლის თავზე არ ვართ ჯერ კიდევ შეთანხმებული ელემენტარულ სახელმწიფოებრივ პრინციპებზე. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ გვაქვს გაჯერებული კანონის პატივისცემა, რაც ავტომატურად იწვევს ერთმანეთისა და სახელმწიფოს უპატივცემულობას. ხოგადად, ახლაც და მომავალშიც, დიალოგს და ნორმალურ, ცივილიზებულ ურთიერთობას არ აქვს ალტერნატივა. ერთადერთი, რაც ყველაზე დიდი პრობლემაა პოლიტიკური პარტიებისთვის, სახელმწიფოსთვის, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, წინსვლისთვის, მომავალზე ფიქრისთვის, ეს არის რადიკაქლიზმი და რადიკალიზაცია, რაც უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში. ჩვენი გუნდის მთავარი ამოცანა არის, რაც შეიძლება ძალიან სწრაფად გავხდეთ იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა ჰქვია. ეს არის არასწორი შეფასება, რომ ჩვენ გადავუხვიეთ ამ გზას, რეფორმები, რომლებიც განსახორციელებელია, აუცილებლად განხორციელდება და ყველაფერი გაკეთდება ამ კუთხით" - განაცხადა კალაძემ.


შეგახსენებთ, რომ დღეს დილით სპეცრაზმმა ენმ-ს ოფისი შტურმით აიღო და ნიკა მელია ძალის გამოყენებით დააკავა.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42