"ერთიანი საქართველოს" ლიდერ ნინო ბურჯანაძე "ოცნების" თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს პასუხობს.
საუბარია კობახიძის ცოტა ხნის წინ გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც მან თქვა, რომ "თანამედროვე ბოლშევიკები: მიხეილ სააკაშვილები, ნიკა გვარამიები, გიგა ბოკერიები, ნიკანორ მელიები, ნინო ბურჯანაძეები, ნიტო ჩხეიძეები, ირაკლი ოქრუაშვილები ქართულ სახელმწიფოს ვერაფერს დააკლებენ".
ბურჯანაძე კობახიძესსთხოვს გაიხსენოს ვის რა დაუჯდა მისი ასე მოხსენება:
"ბურჯანაძეები ხო? ირაკლი, კარგად დააკვირდი, რას ლაპარაკობ და ვის რა დაუჯდა ბურჯანაძის ეგრე მოხსენიება, ესეც გაიხსენე. შენ თუ არ გახსოვს, მამაშენს ჰკითხე. ბურჯანაძეები და მელიები ნამდვილად არაფერს დააკლებენ ამ სახელმწიფოს, მხოლოდ შევმატებთ. ამ სახელმწიფოს უჩვენოდ "გადასარევად" დააკლებენ, დაანგრევენ და დააკნინებენ კობახიძეები, ღარიბაშვილები და ივანიშვილები. მეტი რა უნდა დააკლონ, რაც დღეს გააკეთეს?! და ევროკავშირში მივდივართ, ხო? დაუჯდებათ ფასი.
ჩვენ ნამდვილად არაფერს დავაკლებთ ამ ქვეყანას, მხოლოდ შევმატებთ და ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ კომიკური, ივანიშვილ-ღარიბაშვილ-კობახიძის დიქტატურა არ დამყარდეს საქართველოში. ცოტა ისეთი დიქტატურა რომ იყოს, კიდევ არაუშავს, ან შეგეშინდება, ან შეეგუები, მაგრამ კობახიძის დიქტატურა ნამეტანი სასაცილოა" - ამბობს იგი.
მასალის გამოყენების პირობები






