ვითარება "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან - შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ნაწილ-ნაწილ ტოვებენ. სპეცრაზმი ადგილზე შეკრებილმა მოქალაქეებმა ტაშით და შეძახილებით "მონა"; "გავრილოვი" გააცილეს.
რამდენიმე ადამიანი სასწრაფო დახმარებამ უკვე გადაიყვანა, ისინი ამბობენ, რომ ოფისში "წიწაკის" გაზის გაშვების შემდეგ მოიწამლნენ. პოლიცა მიმდებარე ტერიტორიაზე ისევ რჩება, მათ ტერტიორია გადაკეტილი აქვთ, ამიტომ ოფისში დარჩენილი მოქალაქეები გარკვეული დროის მანიძლზე სამედიცინო დახმარების მიღებას ვერ ახერხებდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია ენმ-ს წევრი, გიორგი ბოტკოველი, რომელიც ოფისში იმყოფებოდა. თანაპარტიელები ასევე ეძებენ გიორგი ბარამიძეს, არაა გამორიცხული, რომ ისიც დაკავებული იყოს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებულები არიან "სირცხვილიას" წევრებიც.
ჯერ უცნობია, ზუსტად რამდენი ადამიანი დააკავა ადგილზე პოლიციამ.
მასალის გამოყენების პირობები






