"კლასიკურო მონავ" - ასე მიმართავს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს. მელია თავის მხარდამჭერებთან ერთად ენმ-ს ცენტრალურ ოფისში იმყოფება.
"აქ მოვლენ თავისუფლებამოყვარულ ხალხთან მოვლენ მონები, ნიღბებით, ცრემლსადენი გაზით, ხელკეტებით...მე მინდა გთხოვოთ, მათი გამოჩენისთანავე მათ დავუპირისპიროთ ბევრი ტაში, სიმღერა, ოვაცია და აი, ასე მთელ მსოფლიოს დავანახოთ, რომ ერთ მხარეს დგას თავისუფალი ქვეყნის თავისუფლებამოყვარული ქართველი ხალხი და მეორე მხარეს დგას ივანიშვილი და ღარიბაშვილი, რომელიც მიყურებს, შე მონა მართლა ღარიბაშვილო, შე კლასიკურო ონა, გავრილოვის წარმომადგენელო... მე მახსოვს 9 აპრილი, როცა ცხრემლსადენ გაზს უშვებდნენ, ჰქონდათ ხელკეტები, ახალგაზრდებს თავებს უჩეხავდნენ, ახალგაზრდები კი მღეროდნენ, ცეკვავდნენ. ასე ჩვენ დავამარცხებთ მორჩილებას, ვიზეიმებთ გამარჯვებას. ასე გამოვლინდება პროვოკატორებიც. როცა 99,9% აქ მყოფი ადამიანებისა იცეკვებს, იმღერებს და ტაშს დაუკრავს და ვიღაცა შეეცდება სხვა ქმედებებით გამოიჩინოს თავი, ნათელი იქნება საზოგადოებისთვის, რომ ის პროვოკატორია.მათ ჭკუითაც უნდა ვაჯობოთ. სიმართლე ჩვენს მხარესაა...ღარიბაშვილო, შენ დღეს რაც ისაუბრე, როგორ არ გიწოდი ის რაც ხარ. შენ ხარ მონა ოლიგარქის, გავრილოვის მონა და ჩვენ დაგამარცხებთ" - თქვა მელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






