"ენმ-ს ოფისში შემოვარდნა გაცილებით უარესი ვანდალიზმი იქნება, ვიდრე 9 აპრილს ჩაიდინა როდიონოვმა... ნუ შეასრულებთ უკანონო ბრძანებას"- უგულავა სამართალდამცავებს მიმართავს
პოლიტიკა - 17:41, 22 Feb, 2021     998

„ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულვამ პოლიციელებს მიმართა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შემოვარდნა იქნება გაცილებით უარესი ვანდალიზმი, ვიდრე 9 აპრილს ჩაიდინა როდიონოვმა".

ოპოზიციონერი სპეცრაზმის წარმომადგენლებს მოუწოდებს უარი განაცხადონ, თუ „ნაციონალური მოძრაობის” ოფისის დარბევასთან დაკავშირებით დავალება გაიცემა.

„ღარიბაშვილის გაპრემიერებასთან ერთად, ალბათობა კატასტროფული გადაწყვეტილებებისა, იზრდება. მინდა მივმართო პილიციელებს - გახარია გადადგა იმის გამო, რომ თქვენ არ აგეღოთ პასუხისმგებლობა იმ კატასტროფაზე, რაც შეიძლებოდა ამ უგუნურ გადაწყვეტილებას მოჰყოლოდა. თქვენზე ძალიან ბევრი რამე იქნებოდა დამოკიდებული და თუ თქვენ გეყოფათ გამბედაობა და ეტყვით თქვენს ხელმძღვანელობას, რომ ეს არის პოლიტიკური კრიზისი და ჩხუბით და ერთმანეთის თავების დამტვრევით პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გარღმავდება და მოუწოდებთ, რომ ეს არ არის კრიმინალთან ბრძოლა, ეს არის პოლიტიკური კრიზისის ძალისმიერი გადაწყვეტის მცდელობა, რაშიც პოლიციას არაფერი ესაქმება. თქვენ ხელში იქნება ბევრი რამ, თუ თქვენ გააგებინებთ თქვენს ხელმძღვანელობას იმას, რისი მცდელობაც გახარიას ჰქონდა, ამ ქვეყანაში ბევრი რამ შეიძლება წავიდეს უკეთესად. თუ თქვენ მონურად დაემორჩილებით ამ შლეგი, ნახევრად ადამიანის, გაბოროტებული ჯამბაზის გადაწყვეტილებებს, მაშინ თქვენ მას ჩაყვებით საფლავში იმიტომ, რომ არამარტო თქვენ, არამედ თქვენს შთამომავლებსაც დაწყევლის ხალხი.

ჩვენ მივიღეთ სრულიად უპასუხისმგებლო, გონისგან დაცლილი ხელისუფლება და ამიტომ ერთი ათად არის თქვენი პასუხისმგებლობა გაზრდილი. ჩვენ აქ არაფერ უკანონოს არ ვაპირებთ. ჩვენთვის ცნობილია ის გეგმა, რითაც აპირებენ აქ შემოვარდნას. ჯერ შემოუშვენენ პროვოკატორს. დღეს საზოგადოების მთავარი ადრესატი უნდა იყოს ყველა ის პოლიციელი, რომელიც დგას არჩევანის წინაშე. არ შეასრულოთ ეს დავალება, უთხარით, რომ პოლიტიკური კრიზისი მაგიდაზე დაჯდომით უნდა მოგვარდეს”,- განაცხადა უგულავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42