ღარიბაშვილის შეტევა ლიეტუვას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეზე "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია ამბობს, რომ განცხადებები, რომელიც ქვეყნის მეგობარს, ლიტვის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს შეეხებოდა, ღარიბაშვილის სტანდარტითაც კი გამორჩეულად სამარცხვინო და ქვეყნისთვის საზიანოა:
„ამ საოცარმა ბრიყვმა და საქართველოს ეროვნული ინტერესების მავნებელმა იხმარა ტერმინი „პარტიის მეგობარი ქვეყანა“ ლიტვაზე, მსგავსი მავნებლობა და სისულელე ივანიშვილის რეჟიმის პირობებშიც კი არ მომისმენია. ამ კაცს არ ესმის, რომ ლიტვა რომელიმე პარტიასთან აფილირებული არ შეიძლება იყოს და არ ყოფილა. ამაზე მეტი კატასტროფა საერთაშორისო გზავნილის თვალსაზრისით, რას შეიძლება ვუწოდო, არ ვიცი.
სენატის საგარეო კომიტეტის ორმა საკვანძო ფიგურამ საქართველოს საკითხზე, რიშმა და შაჰინმა, ხოლო შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოდნავ განსხვავებული სიტყვებით, იგივე სულისკვეთების შეშფოთება გამოხატა, ძალიან მაინტერესებს, იგივე შეფასებები აქვს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის კომენტარზე, თუ ჩათვალეს, რომ ლიტვა პატარა ქვეყანაა და შეიძლება ამის თქმა? ეს რიტორიკული კითხვაა და იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფერზე პასუხის გაცემა მოუწევთ“, - აღნიშნა ბოკერიამ.
ცნობისთვის, ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადებით, საქართველოში მხარეები უნდა გაერთიანდნენ, სანამ გვიანი არ არის. მისი თქმით, გვიანი იქნება, როდესაც კვლავ გამოჩნდებიან ტანკები ქუჩებში. ლიეტუველი დეპუტატის განცხადებით, პრობლემა ის არის, რომ რუსეთს დღეს ტანკი არ სჭირდება, რადგან საქართველოში პოლიტიკური ძალები თავად ებრძვიან ერთმანეთს.
მასალის გამოყენების პირობები






