ხელისუფლების უარი დასავლელ პარტნიორებს და დემოკრატიული ოპოზიციას: "უარს ვამბობთ მოლაპარაკებებზე რიგგარეშე არჩევნების შესახებ, საკითხი დახურულია"
პოლიტიკა - 16:56, 22 Feb, 2021     988
ქართული ოცნება კატეგორიულ უარს ამბობს ნებისმიერ მოლაპარალებაზე, რომელიც უკავშირდება რიგგარეშე არჩევნებს.


"ეს საკითხი არის დახურული, ეს საკითხი არ განიხილება". - განაცხადა პრემიერობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ერთპარტიული პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე.

"მათ აქვთ უნიკალური შანსი, მიიღონ რეალური მონაწილეობა აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში. რეალური დებატები გავმართოთ იმ ეკონომიკურ გეგმებთან მიმართებაში, რომელსაც მე წარმოვადგენ. ვიმსჯელოთ ნებისმიერ პრობლემაზე, რომელიც ჩვენს მოსახლეობას რეალურად აწუხებს: ჯანდაცვა, განათლება, ტურიზმი. ნებისმიერი სექტორი ავიღოთ. ამაზე ვიკამათოთ და ვიმსჯელოთ. ეს გაუთავებელი ურთიერთბრალდებები, ურთიერთშეურაცხყოფები მეც არ მსიამოვნებს. მაგრამ როცა გლანძღავენ უშვერი სიტყვებით, ცილისწამებით, საშინელი ბრალდებით, გიჩნდება ერთადერთი სურვილი, რომ უპასუხო და არ დატოვო რეაგირების გარეშე". - თქვა ღარიბაშვილმა და დასძინა:

"ვერც ვინატრებდით, რომ ნაცმოძრაობის რადიკალური, დესტრუქციული ძალები არ შემოსულიყვნენ პარლამენტში. ეს შეიძლება ყოფილიყო ჩვენი ოცნება, მაგრამ ასე მოხდა ბუნებრივად მათივე არჩევანით, მათი სურვილით.

თუ მოახერხებენ ოპოზიციის წარმომადგენლები, რომ გაემიჯნონ სააკაშვილის ძალადობას და შანტაჟს, ამას მხოლოდ მივესალმებით. მზად ვართ კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის, დიალოგისთვის, როგორც არის თანამედროვე დემოკრატიული ქვეყნების პრაქტიკაში.

მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, კატეგორიულად ვაცხადებთ უარს ნებისმიერ მოლაპარაკებაზე, რომელიც უკავშირდება რიგგარეშე არჩევნებს, ეს საკითხი არის დახურული, ეს საკითხი არ განიხილება". -აღნიშნა ღარიბაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42