ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განხადებით, ოპოზიცია 25 თებერვალს დაგეგმილ აქციას მაინც ვერ გამართავდა, რადგან საკმარისი ხალხი არ ჰყავს, ამიტომ ამიტომ, აღნიშნული აქციის გადადებას ოპოზიციის მხრიდან კომპრომისად ვერ მოიაზრებს:
"ორმაგი სტანდარტია: კომპრომისი არ ყოფილა თურმე საარჩევნო, ისტორიული რეფორმა. კომპრომისი არ ყოფილა თურმე რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა, თუკი ერთპროცენტიანი გადახრა იქნებოდა ჩვენს სასარგებლოდ და კომპრომისი ყოფილა იმ აქციის გადადება, რომელსაც ისედაც ვერ ატარებდნენ. ხალხს ვერ კრებდნენ, აქციას ვერ ატარებდნენ. იხმეს მეგობარი, ათქმევინეს, ფასილიტატორის როლს მე ვითამაშებო და აშშ-ის და ევროკავშირის ელჩისგან დამოუკიდებლად იტვირთა ფუნქცია. გამოდის ნაცმოძრაობის ოფისიდან ბრიფინგით. არანაირი კომპრომისი ეს არაა. რაც შეეხება მის მეგობრობას - ამ ადამიანს როცა ჰკითხეს, შეხვდა თუ არას სააკაშვილს, პასუხი არ გასცა და მეგობრებთან შეხვედრის უფლებაზე საუბრობდა. ამ ადამიანის ტენდენციურობა ნათლად გამოჩნდა", - განაცხადა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ოპოზიციამ სპეციალური განცხადება გააკეთა 25 თებერვალს დანისნული აქციის გადადებასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ ოცნებას აძლევს გონივრულ ვადას, რათა მოლაპარაკებების მაგიდას მიუბრუნდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






