ჩვენი მიზანია არსებული პრობლემების მოგვარება და არა ამ კრიმინალებთან დაჯდომა და დიალოგი... საერთოდ, რომელ არჩევნებზე გვესაუბრებიან?! - ღარიბაშვილი
პოლიტიკა - 14:48, 22 Feb, 2021     938

სახლისუფლებო გუნდის პრემიერობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც თავისი სიტყვით გამოსვლისას ძირითადი დრო ოპოზიციის მუქარასა და ლანძღვას დაუთმო, ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ აპირებს კრიმინალ ოპოზიციასთან დიალოგს. ღარიბაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებს რადიკალურ ტერორისტებად ჩამოყალიბებული ადამიანები უწოდა:

"ჩვენ უნდა მივხედოთ რეალური პრობლემების გადაწყვეტას. ხალხს უმარავი პრობლემა აქვს, სოფლის მეურნეობაში, სოფლებში, რეგიონებში, ეკონომიკაში, სიდუხჭირე, სიღარიბე. ამას სჭირდება მოგვარება და არა ამ კრიმინალებთან დაჯდომა და რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი. რომელ არჩევნებზე გვესაუბრებიან საერთოდ. მე შევახსენებ ყველას, მათ შორის, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, როგორი არჩევნები ტარდებოდა 2012 წლის არჩევნების ჩათვლით, როგორი ძალადობრივი, როგორი საშინელი ტერორის ქვეშ უწევდათ მოქალაქეებს ხმის მიცემა. ეს ყველაფერი არცთუ შორეულ წარსულში ხდებოდა. ეს ხდებოდა სულ რაღაც ცხრა წლის წინ. კიდევ ერთ კონკრეტულ მაგალითს შეგახსენებთ, ხურჩის ტერაქტი, ტერაქტად შერაცხული, რომელიც მოსახლეობის დაშინების მიზნით, თავადვე დადგეს და ჩვენი თანამოქალაქეები, მოხუცი ქალბატონი დაიჭრა. ეს ხალხია, ამ ხალხთან გვიწევს საუბარი. ასე რომ, ამ რადიკალურ, ტერორისტებად ჩამოყალიბებულ ადამიანებთან მე, რა თქმა უნდა, საუბრისა და დიალოგის არავითარი განწყობა არ მაქვს. ოპოზიციასთან მზად ვარ დიალოგისთვის და მთლიანად ჩვენი გუნდია მზად, მაგრამ ერთი დათქმით, რომ ისინი გაემიჯნებიან ამ კრიმინალურ საქმიანობას, ანტისახელმწიფოებრივ, ანტიკონსტიტუციურ საქმიანობას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42