სააკაშვილი: საბრალო ჩემო ქვეყანა, ვის ხელში ხარ ჩავარდნილი... თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ ვის უფრო მეტი ბანტი ეკუთვნის - ღარიბაშვილს თუ კობახიძეს
პოლიტიკა - 13:56, 22 Feb, 2021     1175

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დაჯილდოებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ აღნიშნული ჯილდო თავის დროზე იმ ადამიანებისთვის დააწესა, ვინც საქართველოს თავისუფლების განმტკიცებაში დიდი წვლილი შეიტანა:

"ეს ორდენი ჩემი ინიციატივით იქნა დაწესებული.

ჩემს წარმოდგენაში ეს ორდენები უნდა მინიჭებოდათ ქართველ გმირებს, ვინც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა საქართველოს თავისუფლების განმტკიცებაში

და ასევე უცხოელ მოღვაწეებს, ისეთი როგორც მაგალითად, ჯონ მაკკეინი იყო ან კონდოლიზა რაისი.

საბრალო ჩემო ქვეყანა, ვის ხელში ხარ ჩავარდნილი - ამათი ბოგინი დასასრულს უახლოვდება!

დღეს კიდევ ღარიბაშვილმა თქვა, რომ თურმე ვარდების რევოლუციის შემდეგ ქართული ეკონომიკა საბოლოოდ გაპარტახდა.

ესეიგი, მაშინ 4-ჯერ რომ გაიზარდა, ეს იყო გაპარტახება და ახლა ამათ დროს არამხოლოდ არ გაზრდილა, 6%-ით შემცირდა და ეს არის აყვავება?

სასწრაფოდ, ამასაც მიეცით გაბახებული თავისუფლების "ორდენი"...!

ოღონდ, აბა თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ ვის უფრო მეტი ბანტი ეკუთვნის - ღარიბაშვილს თუ კობახიძეს"-წერს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძე საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმაში შეტანილი წვლილისთვის თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დააჯილდოვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42