ოცნების დეპუტატმა ლადო კახაძემ პარლამენტში პრემიერობის კანდიდატს ირაკლი ღარიბაშვილს სიტყვით გამოსვლისას მიმართა და აღნიშნა, რომ მომავალ პრემიერს ცხოვრების რთული გზა აქვს გამოვლილი. მისი შეფასებით, ღარიბაშვილის საქმიანობა, რომელსაც ახალი ინიციატივების არ ეშინია, დასაფასებელია:
"თქვენ პირადად, ძალიან ნაყოფიერი, რთული, წინააღმდეგობით აღსავსე ცხოვრება გამოგატარათ ცხოვრებამ. ბევრი საქმის თაოსანი ბრძანდებოდით და არასოდეს ახალი ინიციატივების აღების შეგშინებიათ. მარტო ელიმინაციის პრობლემა რად ღირს ან ცეჰეპატიტის, მაშინ ძნელი გადასაწყვეტი იყო ეს. ზუსტად თქვენი ხელმოწერა ამშვენებს ევროასოცირების კავშირთან პირველ ნაბიჯებს, ვიზალიბერალიზაციას, თავისუფალი ვაჭრობის ელემენტებს, ნდობის ფაქტორის გაჩენას და დაგვირგვინდა, რომ ნატოსთან ურთიერთობის სამაგალითო ნიშნულზე აყვანილი ჯარი, როგორც ინფრასტრუქტურული და ადამიანური რესურსი, ისე საგანმანათლებლო და პროფესიული განათლება, ეს ყველაფერი დასაფასებელია", - აღნიშნა კახაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






