სახელისუფლებო გუნდის პრემიერობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ტრიბუნიდან სრული მხარდაჭერა გამოუცხადა შსს-ს მინისტრობის კანდიდატს ვახტანგ გომელაურს და განმარტა, რომ ის ძალიან ეფექტურად მართავს თავის უწყებას:
"ჩემი სრული მხარდაჭერა ბატონ გომელაურს, რომელიც ძალიან ეფექტიანად მართავს თავის უწყებას, სრული მხარდაჭერა თითოეულ პოლიციელს, მე მინდა ამ ტრიბუნიდან გადავუხადო გულწრფელი მადლობა, მე ვიცი რას ნიშნავს პოლიციელად მუშაობა, პოლიცელი არის გმირი", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილის მხარდაჭერის გამოცხადება ქმნის უტყუარ შთაბეჭდილებას, რომ გახარიასგან განსხვავებით, მომავალმა პრემიერმა ნიკა მელიას დაკავების ღონისძიებას მწვანე შუქი აუნთო და მისი გაპრემიერების შემდეგ ოპოზიციის ლიდერის მიმართ პოლიტიკური დევნა გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები






