სახელისუფლებო გუნდის პრემიერობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა სახელმწიფო ინსტიტუტებზე და განაცხადა, რომ ჯარი, ეკლესია, პოლიცია ხელშეუხებელია და ოპოზიცია მათ წინააღმდეგ მიზანმიმართულ ბრძოლაში დაადანაშაულა:
"კიდევ ერთხელ უნდა შევახსენო საზოგადოებას, რომ ჯარი, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე ინსტიტუცია, ეკლესია, პოლიცია და ასე შემდეგ, სახელმწიფო ინსტიტუტები არის ხელშეუხებელი მეგობრებო. ჩვენ გვჭირდება საერთო ეროვნული კონსესუსი, რომ მიუხედავად პოლიტიკური განსხვავებებისა, მე ძალინ მწყინს და არ მიკვირს, რომ ჩვენ ოპონენტებს ასეთი დესტრუქციული პოლიტიკა აქვთ, ხანდახან უნდა გავმიჯნოთ ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგი უფრო მთავარი, საერთო ეროვნული იდეებისგან, არ შეიძლება მიზანმიმართული დისკრედიტაცია ჩვენი პოლიციის, ჯარის, სახელმწიფო ინსტიტუტების", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






