ია კეზერიას შვილის ბაჩანა შენგელიას თქმით, ექსპრემიერი გახარიამ გადადგომით "საკუთარი ტყავი გადაარჩინა" და ამ ინტუიციის გამო ის შექებას არ იმსახურებს. შენგელიას განცხადებით, გახარია განსასჯელის სკამზე გასამართლდება:
"სწორი დრო შეარჩია საკუთარი ტყავის გადასარჩენად და ჩვენ ყველამ ვიცით, რომ როდესაც გემიდან ვირთხები გარბიანო ეს არის ინტუიცია მათი, როგორ შეიძლება ვირთხა შეაქო, ბოდიში - გახარიასთან არა ვირთხებთან, რომ მათ ვადარებ მაგრამ როგორ შეიძლება ამ ინტიუციის გამო შევაქოთ ადამიანი, რომ მან დატოვა საკუთარი გემი, რომელსაც ის სისხლით აშენებდა 4 წლის განმავლობაში. ქვეყნის დამანგრეველ ადამიანს, როგორ შეიძლება შევუქოთ სწორ დროს წასვლა იმის გამო, რომ ნიკა მელიაზე ხელი აუკანკალდა. ეს არის აბსოლუტური სიცრუე. ის ადამიანი საკუთარი ტყავის გადარჩენას ცდილობს. მაგრამ ის ვერ გაექცევა ვერცერთ მართმსაჯულებას.
სტრასბურგში არსი დღეს დედაჩემის საქმე და სანამ ცოცხალი ვარ, პირობას ვაძლევ, რომ ის დაჯდება განსასჯელის სკამზე და გასამართლდება. იმისთვის, რომ მეორე დედაჩემისნაირი საქმე არ განმეორდეს...", - განაცხადა შენგელიამ.
მთავარ არხთან საუბარში ის ასევე შეეხო ნიკა მელიას მიმართ პოლიტიკურად დევნის საკითხს და აღნიშნა, რომ სწორი მხარე აუცილებლად გაიმარჯვებს:
"ის ამჯერად არის ქვეყნის სწორ მხარეს და იმედი მაქვს, რომ აუცულებლად სწორი მხარე გაიმარჯვებს და არა ცრუ ინტელექტები, არა ცრუ თავისგადამრჩენელები და ამ ქვეყნის დამაქცევრები, რასაც ჩვენ უკვე მერვე წელია თვალს ვადევნებთ", - განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






