დაპირისპირებაზე ვერ ვისაუბრებ, გუნდიდან არავინ მიდის - ანრი ოხანაშვილი
პოლიტიკა - 22:51, 21 Feb, 2021     1091

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მმართველ გუნდში დაპირისპირება არ არის და ოცნების რიგებს არავინ ტოვებს. მისი განმარტებით, სახელისუფლებო ცვლილებები მხოლოდ ორ უწყებას - ინფრასტრუქტურისა და თავდაცვის სამინისტროს მოიცავს:

"დღეს ჩვენ ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დარგობრივი სპეციალიზაციის მიხედვით მოვისმინეთ, სამთავრობო გუნდის 4 წევრთან დაკავშირებით მათი ხედვები, სამთავრობო პროგრამა და ის გეგმები, რომლებიც მათ გააჩნიათ იმ უწყებებთან მიმართებაში, რომლებსაც ისინი უხელმძღვანელებენ, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მათ ნდობას გამოუცხდებს. “ქართული ოცნების” გუნდი ერთსულოვნად დაუჭერს მხარს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარმოდგენილ სამთავრობო გუნდს და სამთავრობო პროგრამას, რადგან ეს გუნდი პროფესიონალია, მათ შესწევთ უნარი გეგმები და ხედვები, რომლებიც გააჩნიათ ცხოვრებაში ეფექტურად გაატარონ. აქედან გამომდინარე, ვერანაირ დაპირისპირებაზე ვერ ვისაუბრებ, გუნდიდან არავინ არ მიდის. გუნდი კონსოლიდირებულია, ჩვენ მხარს დავუჭერთ, პლენალურ სხდომის განხილვის შემდგომ წარმოდგენილ სამთავრობო გუნდს. შესაბამისად, მთავრობა და პარლამენტი გააგრძელებენ მუშაობას ჩვენი ხალხისა და ქვეყნის ინტერესების შესაბამისად.

იცით რომ თავდაცვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის ახალი კანდიდატი გვყავს, ესაა სიახლე სამთავრობო გუნდთან მიმართებაში, რაც შეეხება გეგმასა და ხედვას, რაც “ქართული ოცნების” გუნდს ჰქონდა, რომელიც გაცხადებული იყო ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციის მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, ჩვენ ვრჩებით იმ პრინციპების, რაც "ქართულ ოცნებას" გააჩნია", - განაცხადა ოხანაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42