ქვეყანა დიდი ხანია, ჩიხშია შესული, მაგრამ ასევე დიდი ხანია, ნაპოვნია გამოსავალი, რომელზეც ჯიუტად უარს ამბობს ხელისუფლება - ნიკა მელია
პოლიტიკა - 20:39, 21 Feb, 2021     1169

პოლიტიკური დევნის ობიექტი, ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. როგორც მელია წერს, ივანიშვილი ხელისუფლებიდან "ვითომ" წასვლით რეალურად უფრო მოვიდა, რადგან პრემიერად მოიყვანა მორჩილი ღარიბაშვილი.

მელიას განმარტებით, ქვეყანა დიდი ხანია ჩიხშია შესული, თუმცა, ამავდროულად გამოსავალიც ნაპოვნია და ეს ხელახალი არჩევნებია:

"ქვეყნის არაფორმალური მმართველი ივანიშვილი ქვეყანას მართავს თავისი ჯიბის „ინსტიტუტებით“ - მორჩილი პროკურორებით, მორჩილი პოლიციელებით, მორჩილი მოსამართლეებით, მორჩილი ერთპარტიული პარლამენტით.

ქვეყნის არაფორმალური მმართველი, რომელიც აქამდე პარტიის თავმჯდომარედ მაინც იყო წარმოდგენილი, პარტიიდან და მით უფრო ხელისუფლებიდან ვითომ წავიდა, ახლა კი რეალურად უფრო მოვიდა - პრემიერად მოიყვანა მორჩილი - ეზოს მოურავი, კარის მსახური ი. ღარიბაშვილი.

ქვეყანა დღითი დღე, უფრო და უფრო ღრმად ეფლობა სიღატაკეში, კორუფციის ჭაობში, საბოლოოდ იშლება და ნადგურდება სახელმწიფო ინსტიტუტები, ისინიც კი, რომელიც აქამდე ინერციით, ასე თუ ისე კიდევ ფუნქციონირებდა. ჩემს თავს რაც ხდება, იმაზე აღარაფერს ვამბობ - მარაზმის აპოთეოზია, აშკარად და დაუფარავად გამოცხადებულ პოლიტიკურ ნადირობაზე რომ არაფერი ვთქვათ.

ქვეყანა კარგა ხანია ჩიხშია შესული, მაგრამ ასევე კარგა ხანია ნაპოვნია გამოსავალი, რომელზეც ჯიუტად უარს ამბობს ხელისუფლება - ერთადერთი გამოსავალი ხელახალი არჩევნებია!

და როდესაც გამოსავალი ერთადერთია, ის აუცილებლად ხდება, ეს მოვლენათა კანონზომიერებაა და მას წინ ვერც ოლიგარქი დაუდგება და ვერც მისი მორჩილთა არმია" - წერს მელია Facebook-ის საკუთარ გევრდზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42