კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე "მოქალაქეების" ლიდერის ალეკო ელისაშვილის მიერ გომელაურისთვის დასმულ შეკითხვაზე - სად არის ბადრი ესებუა და მართებულია თუ არა ის ფაქტი, რომ საქართველოს ბანკის დაყაჩაღების შემდეგ გომელაური ისევ შსს მინისტრობის კანდიდატია, მან განმარტა, რომ მაღალ დონეზე ჩატარებული სპეცოპერაციის გამო თავს ამაყად გრძობს, რადგან არც ერთი მოქალაქე არ დაზარალდა:
"მე თავად მაქვს ბევრ ღონისძიებაში მონაწილეობა და კარგად ვიცი ეს საქმე. ამერიკაში ვიყავი სწავლებაზე, გავლილი მაქვს 3 - თვიანი ანტიტერორისტული კურსები. საშიში იყო, რომ იქ ადამიანები დაღუპულიყვნენ. მე ნამდვილად ამაყი წამოვედი იქიდან და არა ის, რომ ნამუსი მაწუხებს, როდესაც აქ ვზივარ ესებუას თემიდან გამომდინარე და კიდევ მინისტრი უნდა ვიყო. პირიქით, ნამდვილად ამაყი ვარ, რომ არცერთი ადამიანი დაშავდა. თუმცა, დაკავებული რომ არ არის ეს მეორე საკითხია. ოპერატიული სამსახური მუშაობს იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავაკავოთ" - განაცხადა გომელაურმა.
შეგახსენებთ, რომ შსს ბადრი ესებუას 4 თვეა ეძებს. თავდასხმა საქართველოს ბანკის ფილიალზე 21 ოქტმობერს მოხდა.
მასალის გამოყენების პირობები






