25 თებერვალს ჩანიშნული აქცია გადაიდო - ოპოზიციამ ოცნებას მოლაპარაკებებისთვის გონივრული ვადა მისცა
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრში მესამე სექტორისა და ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ზიგიმანტას პავილიონისის შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა სპეციალური განცხადება გააკეთეს. ბრიფინგი ორგანიზაციის დამფუძნებელმა ნოდარ ხარშილაძემ გახსნა და ოპოზიციასა და საერთაშორისო აპარტნიორებს მადლობა გადაუხადა პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის მუშაობაში და იმედი გამოქვა, რომ ხელისუფლების მხრიდანაც ანალოგიურ ქმედით ნაბიჯებს დაინახავს:
"მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა კონსულტაციები ჩვენი დიდი ხნის მეგობართან პავილიონისთან, ასევე სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან. რეკომენდაციების ფონზე მიღებული იქნა გადაწყვეტილებები, რომელიც ძალიან სწორი ნაბიჯია ჩვენი ოპოზიციის მხრიდან. გვაქვს მოლოდინი, რომ ხელისუფლებაც გადადგამს საჭირო ნაბიჯებს, რათა განიმუხტოს კრიზისი და ქვეყანაში მოხდეს სტაბილურობის აღდგენა" - განაცხადა ხარშილძემ.
ბრიფინგზე სიტყვით გამოვიდა პავილიონისიც, რომელმაც პირველი კოსტიტუციის დღე მიულოცა საზოგადოებას, შემდეგ კი დიალოგის მნიშვნელობასა და მხარეთა შეთანხმების აუცილებლობაზე ისაუბრა:
"ჩვენ გვინდა თქვენი თავისუფლება, თქვენი კონსტიტუციური ღირებულებები იყოს დაცული და კონსოლიდირებული ტრანსატლანტიკურ ოჯახში. ჩვენ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ დაიმკვიდროთ ადგილი ჩვენს შორის, მაგრამ ამისთვის უნდა აჩვენოთ მზაობა.
მე ვმონაწილეობდი ჩემი ქვეყნის წევრობისთვის მოლაპარაკებებში, კოპენჰაგენის დემოკრატიის კრიტერიუმების მიხედვით. ეს მნიშვნელოვანი იყო მაშინ და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ახლა. მსოფლიოში დემოკრატია მცირდება. დემოკრატია დარტყმის ქვეშაა ყველგან, ვაშინგტონის ჩათვლით. ეს ნიშნავს, რომ დემოკრატია ხდება უდიდესი დედაქალაქების საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგის ცენტრი.
ასე რომ, ვასრულებ ჩემს ვიზიტს, მაგრამ იმედს გამოვთქვამ, სხვებიც ჩამოვლენ და კონცენტრირდებიან დემოკრატიაზე საქართველოში. იმიტომ, რომ დემოკრატიის, სხვების აზრის პატივისცემის, ოპოზიციასთან მუშაობის გარეშე, მათი ხმების მოსმენის და უფლებების დაცვის გარეშე თქვენ ვერ გახდებით ევროკავშირის და ნატოს წევრები", - განაცხადა ლიეტუველმა პოლიტიკოსმა.
ენმ-ს წევრმა ხატია დეკანოიძემ კი სპეციალური განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, ოპოზიციურმა ერთობამ მიიღო გადაწყვეტილება, უარი თქვას 25 თებერვალს ჩანიშნულ საპროტესტო აქციაზე და მზაობა გამოთქვა ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე. დეკანოიძემ განმარტა, რომ ამ ქმედებით ოპოზიცია ოცნებას აძლევს გონივრულ ვადას, რათა მიუსხდნენ მოლაპარაკებათა მაგიდას:
"პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, ვინაიდან მთელი ამ დღეების განმავლობაში ისინი ცდილობენ განმუხტონ და დაგვეხმარონ უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაში და ეს კრიზისი, რა თქმა უნდა, არ დაწყებულა მხოლოდ დღეს, არამედ დაიწყო მათ შორის 20 ივნისიდან და სწორედ ამ "გავრილიადის" გაგრძელების გამო პოლიტიკურად დევნიან ნიკა მელიას. ჩვენ, მთლიანი ოპოზიციური სპექტრი და საერთაშორისო პარტნიორები როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა მხარე იქცეოდეს უაღრესად დიდი პასუხისმგებლობით, ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლისთვის ყველა მხარე მიჯდეს მოლაპარაკების მაგიდას და ჩვენ ეს დავაანონსეთ და განვაცხადეთ, რომ ერთადერთ გამოსავლად გვესახება მოლაპარაკებები ჩვენს საერთაშორისო პარტნირებთან ერთად. შესაბამისად, ისევ შევთავაზეთ ხელისუფლებას, მოსულიყო მოლაპარაკებები მაგიდასთან. ჩვენ დღეს ის თემები განვიხილეთ, რის გარშემოც გავერთიანდით ოპოზციური სპექტრი, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ასევე გააჩნიათ ის აზრი, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. მინდა ასევე ვისაუბრო ერთ მნიშვნელოვან საკითხზე - თქვენ იცით, რომ ნიკა მელიას მიმართ პოლიტიკური დევნა, რომელიც ასევე დაადასტურა საქართველოს მთავრობის მეთაურის, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომამ, ამ შემთხვევაში პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო მეტად დამძიმდა. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ ესკალაციის თავიდან ასარიდებლად და პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის ორივე მხარემ გავაკეთოთ ყველაფერი. ამ შემთხვევაში 25 თებერვალს დაანონსებული აქცია გადაიდო. ამით ხელისუფლებას ვაძლევთ ვადას, რომ დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან" - განაცხადა ენმ-ს წევრმა ხატია დეკანოიძემ.
სპეციალურ ბრიფინგზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ ოპოზიციის სხვა ლიდერებიც და აღნიშნეს, რომ ეს არის მათი პასუხისმგებლობა, თავი აარიდონ ქვეყანაში პოლიტიკურ დაძაბულობასა და ესკალაციას, თუმცა, ხელისუფლება ასევე ვალდებულია, თავისი წილი პასუხისმგებლობით მიუდგეს საკითხს და ქვეყნის ევროატლანტიკური მომავალი ეჭვქვეშ არ დააყენოს. მათ ოცნების ლიდერებს ასევე დიალოგისკენ მოუწოდეს.
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა