"ქართული ოცნების" იდეოლოგი ლაშა ნაცვლიშვილი პოლიტიკიდან ტელევიზიაში მიდის, თუმცა, რამდენად არაპოლიტიკური იქნება, ეს სხვა საკითხია. როგორც მან სოციალურ ქსელში დანთავსებულ პოსტში აღნიშნა, ტელეკომპანია POS TV-ის ხელმძღვანელი იქნება, რომელიც თავის დროზე თავადვე დააფუძნა. ნაცვლიშვილის განცხადებით, ტელევიზია, რომელსაც ის უხელმძღვანელებს, "მეტი შეუპოვრობით დაიცავს 2012 წლის პირველი ოქტომბრის მონაპოვარს":
"დიდი პატივით, გეგმებითა და პასუხისმგებლობით ვბრუნდები "პოსტივის" ხელმძღვანელად. დარწმუნებული ვარ, რომ ტელევიზია, რომელიც მოხულიგნო ინტერნეტპლატფორმიდან დაიბადა და რომელმაც სულ რაღაც ერთ წელიწადში, იქ მომუშავე უნიჭიერესი ადამიანების შრომისა და სიმტკიცის წყალობით, ოთხჯერ გაზარდა საკუთარი რეიტინგი და გავლენა, უკეთესი ხარისხითა და მეტი შეუპოვრობით დაიცავს 2012 წლის პირველი ოქტომბრის მონაპოვარს", - წერს ნაცვლიშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
მასალის გამოყენების პირობები






