პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო რეფორმაში შეტანილი წვლილისთვის თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დააჯილდოვა.
„დღეს განსაკუთრებული დღეა, 100 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დამფუძნებელმა კრებამ მიიღო საქართველოს პირველი კონსტიტუცია და დღეს არის ის თარიღი, როდესაც ჩვენ შეგვიძლია, თვალი გადავავლოთ ჩვენი სახელმწიფოს განვითარების განვლილ 100 წელიწადს და ასევე, დავფიქრდეთ ჩვენს მომავალზე" - განაცხადა დაჯილოდების ცერემონიალზე თალაკვაძემ.
დამსწრეებს ასევე სიტყვით მიმართა ირაკლი კობახიძემ, რომელმაც თალაკვაძესა და ბიუროს წევრებს მადლობა გადაუხადა:
„გილოცავთ დღევანდელ დღეს - ჩვენი პირველი ქართული კონსტიტუციის 100 წლის იუბილეს. მადლობას ვუხდი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ჯილდოსთვის, მადლობას გადავუხდი პარლამენტის ბიუროს წევრებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს პარლამენტის თავმჯდომარის ამ გადაწყვეტილებას. ჩვენ ოთხი წლის წინ ერთად განვვლეთ ის გზა, რომელმაც შედეგად მოგვცა საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია. ჩვენი ამბიციური მიზანი და ამოცანაა საბოლოოდ გავხდეთ ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის სრულუფლებიანი წევრი და მე მჯერა, რომ საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია იყო და არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ჩვენ გვაახლოებს ამ მიზნამდე და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მიზანი აუცილებლად შესრულდება“,- განაცხადა კობახიძემ.

მასალის გამოყენების პირობები






