მოვუწოდებთ შსს-ს, იმოქმედოს განსაკუთრებული სიფრთხილით და მკაცრად დაიცვას კონსტიტუციის და კანონის მოთხოვნები - IDFI
პოლიტიკა - 15:06, 21 Feb, 2021     819

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) 19 და 21 თებერვალს საქართველოს პარლამენტთან აქციის დროს აქტივისტების დაკავებას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. მიმართვაში ნათქვამია, რომ სახელმწიფომ თავი უნდა შეიკავოს ისეთი ქმედებებისგან, რაც ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას კიდევ უფრო გაამწვავებს.

,,2021 წლის 19 თებერვალს პოლიციამ საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 25 ადამიანი, მათ შორის, პოლიტიკური პარტიის წევრები დააკავა. აქციის მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ეს ციფრი დაკავებების შემაშფოთებლად მაღალი მაჩვენებელია. გავრცელებული ინფორმაციით, დღეს, 21 თებერვალს საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე კვლავ დააკავეს აქციის მონაწილეები, ამავე დროს ქვეყანაში არსებული დაძაბული პოლიტიკური ვითარების ფონზე მოსალოდნელია საპროტესტო გამოსვლების კიდევ უფრო გააქტიურება. შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია უზრუნველყოს შეკრებებისა და მანიფესტაციების კონსტიტუციური უფლების მშვიდობიან რეჟიმში წარმართვა. სახელმწიფომ თავი უნდა შეიკავოს, იმგვარი ქმედებებისგან, რომელიც კიდევ უფრო გაამწვავებს არსებულ მდგომარეობას და ხელს შეუწყობს საპროტესტო აქციების უმართავ რეჟიმში გადასვლას.

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, იმოქმედოს განსაკუთრებული სიფრთხილით და მკაცრად დაიცვას კონსტიტუციის და კანონის მოთხოვნები. აღსანიშნავია, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი პოლიციას ავალდებულებს შეკრების თავისუფლების შეზღუდვისკენ მიმართული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელოს პროპორციულობის პრინციპით. სამართალდამცავ ორგანოთა მიერ აქციის მონაწილეებისადმი არაპროპორციული ან/და უკანონო მოთხოვნების წაყენებით, აგრეთვე ამ მოთხოვნათა აღსრულებით ვითარების ესკალაციისთვის პასუხისმგებლობა სრულად (და)ეკისრება სახელმწიფოს. მოვუწოდებთ პროცესში ჩართულ მხარეებს, გამოიყენონ ყველა საშუალება და უზრუნველყონ შეკრების უფლების მშვიდობიან გარემოში რეალიზება“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42