იურისტები ჩახნაშვილს "კლანის მთავარ დასაყრდენს" უწოდებენ. მას მოსამართლეობის სულ რაღაც 3 წლიანი გამოცდილება აქვს, თუმცა ასეთი მცირე დროის მიუხედავად ის ბოლო 1 წელია საქალაქო სასამართლოში უვადოდ გაამწესეს.
დღეს გაირკვა, რომ პოლიტიკური სარჩულის მქონე საქმეების მოსამართლემ 2004 წელს ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით დაამთავრა. აღსანიშნავია, რომ სწორედ ეს სკანდალური სასწავლებელი დაამთავრა გენერალურმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემაც.
ამ სასწავლებლის მერ გაცემულ დიპლომს პოლიტიკოსები და ექსპერტები ეჭვ-ქვეშ აყენებდნენ.
ჩახნაშვილს ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტის დასრულებისშემდეგ სწავლა აღარსად გაუგრძელებია, ის სტაჟირებას გადიოდა იუსტიციის უმაღლეს სკოლასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში. 2016-17 წლებში იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი იყო. იყო თუ არა ეს ცოდნა საკმარისი უვადო მოსამართლისთვის ამაზე სამართლის ექსპერტებს თავისი პასუხი აქვთ - არა!
მასალის გამოყენების პირობები






