ოთხი პუნქტი თუ როგორ უნდა იმოქმედოს ოპოზიციამ - ბაქრაძის ფორმულა
პოლიტიკა - 18:36, 20 Feb, 2021     1253
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე ოპოზიციის მომავალ გეგმებზე საუბრობს. პოლიტიკოსი 4 ძირითადი პუნქტს ასახელებს, რომელზეც ოპოზიციამ უნდა იმუშაოს.


ოპოზიციონერის თქმით, მთავარი სასამართლო სისტემის რეფორმა, კოალიციური მთავრობის პრინციპებზე შეთანხმება, პოლიტიკური ამნისტიციის გეგმის შემუშავება და საჯარო მოხელეების მიმართ ხელშეუებლობაზე შეთანხმებაა.

"ოპოზიციამ უნდა აჩვენოს, რა არის მისი პირველი 100 დღის გეგმა, კონკრეტული სასამართლო რეფორმის. სასამართლო რეფორმა არ უნდა იყოს 5 და 10 წლიანი. პირველ 100 დღეში ოპოზიციამ უნდა თქვას, ჩამომყავს უცხოელი მოსამართლეები, ვიწყებ ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის ამოქმედებას, ვიწყებ ინსტიტუციურ ცვლილებებს, რომ ის მოსამართლეები, ვინც ისე იქცეოდა, როგორც გუშინ ამ პროცესის მოსამართლე იძულებული გავხადოთ, რომ სისტემას ჩამოვაშოროთ.

პირველ 100 დღეში უნდა დაიდოს კონკრეტული შედეგი და 3 თვის თავზე შეიძლება არ ჰყავდეს ბოლომდე თავისუფალი, მაგრამ უნდა ჰქონდეს გამოკვეთილად უკეთესი სასამართლო. იმიტომ, რომ სასამართლო დამოუკიდებლობა არის საფუძველი ყველაფრის.

მეორე რაც უნდა გააკეთოს ოპოზიციამ, ეს არის, მონახაზი მომავალი კოალიციური მთავრობის. უნდა შეძლოს ოპოზიციამ და გააკეთოს მონახაზი პრინციპების. პრინციპების დონეზე გავწეროთ კოალიციური მთავრობა, რომ ვაჩვენოთ, რომ ოპოზიცია ერთად იმუშავებს ამ ქვეყნის საკეთილდღეოდ.

მესამე რაც უნდა გააკეთოს, ჩემი აზრით, ოპოზიციამ, ეს არის პოლიტიკური ამნისტიციის პროექტი რომ თითოეულმა ადამიანმა იცოდეს, რომ ის მისი პოლიტიკური შეხედულების გამო არ დაისჯება

მეოთხე და ბოლო, ეს არის, ცალკე პოლიტიკური შეთანხმება ოპოზიციის საჯარო მოხელეების შესახებ, რომ ყველა საჯარო მოხელემ, გარდა იმისა, ვისაც პირდაპირი ღია დანაშაული აქვს ჩადენილი, ყველამ უნდა იცოდეს, რომ არ მოხდება ადამიანების სამსახურიდან გაყრა და ახალი დროშიანი ადამიანების სამსახურში მოსვლა. პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება არ იქნება."-თქვა ბაქრაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42