ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმინატას პავილიონისი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.
მისი თქმით, ოპოზიციის ლიდერები მზად არიან დიალოგისა და ვითარების დეესკალაციისთვის.
"ეს მნიშვნელოვანია თქვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლისთვის, რისთვისაც ჩვენ ვიბრძვით - თქვენი ევროკავშირისა და ნატოს წევრობისთვის". - თქვა პავილიონისმა.
მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დღეები - 21 და 25 თებერვალი იქნება ერთიანობის, დიალოგის და დეესკალაციის დღეები. ჟიგიმინატას პავილიონისმა ხელისუფლებას მოუწოდა, გადადგას ამისთვის საჭირო აუცილებელი ნაბიჯები.
"თქვენ ხვალ დიდი დღე გაქვთ - კონსტიტუციის დღეა. 25 თებერვალი ასევე მნიშვნელოვანი დღეა, რომელიც გვახსენებს საქართველოს თავისუფლების დაკარგვას. იმედს გამოვთქვამ, რომ ეს დღეები იქნება ერთიანობის. დიალოგის და დეესკალაციის დღეები დღეები.
მე მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას ნაბიჯები და მიიღოს აუცილებელი გადაწყვეტილებები, რათა დიალოგი შედგეს.
ჩვენც, ლიეტუვა, პატარა ქვეყანა ვართ, ჩვენი ბედი ერთმანეთის მსგავსია. ჩვენ ერთსა და იმავე საპყრობილეში ვიყავით და მისგან თავი დავაღწიეთ გვინდა, რომ საქართველო ჩვენს გზას გამოყვეს. ამიტომ, მადლობა ამ შეხვედრისთვის და იმედი მაქვს, რომ ერთად ამ შედეგს მივაღწევთ". - განაცხადა მაღალჩინოსანმა.
მასალის გამოყენების პირობები






