თარჯიმანის პრობლემა თუ აქვთ მოვიდნენ და ჩვენ ვუთარგმნით - როგორ ესმის "ქართულ ოცნებას" დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა
პოლიტიკა - 16:35, 20 Feb, 2021     1374
როგორ ესმის "ქართულ ოცნებას" დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა - მმართავლი პარტია მოლაპარაკებისკენ მოწოდებას აგრსიული რიტორიკით პასუხობს.

მმართვალი პარტიის ახალი სპიკერი, ირაკლი ზარქუა სენატის საგარეო კომიტეტის ხელმძღვანელების, ჯინ შაჰინისა და ჯიმ რიშის წერილს გამოეხმაურა და თქვა, რომ სახელმწიფოს გვერდში დგომა ნიშნავს ინსტიტუტების პატივისცემასაც.

"პატივი უნდა ვცეთ სახელმწიფო ინსტიტუციებს, არ აქვს მნიშვნელობა, ეს ადგილობრივი იქნება, თუ საერთაშორისო ჩვენი პარტნიორი. მე მგონია ასე, სახელმწიფოს გვერდში დგომა ნიშნავს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებს უნდა ვცეთ პატივი. ეს ყველამ უნდა გავიგოთ, გავითვალისწინოთ", - თქვა დეპუტატმა.

მისი თქმით, თუ რომელიმე პარტნიორი იტყვის, რომ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიმართ ბრალდება შეთითნილია, "ნახონ პირდაპირი ეთერი" და გაიგებენ. ხოლო თუ "თარჯიმნის პრობლემა აქვთ", მაშინ მივიდნენ მათთან და უთარგმნიან.

"ყველა საერთაშორისო პარტნიორს ვთხოვ, ჯერ კითხვა დაუსვას, ელჩებსაც მივმართავ და ყველა იმ საერთაშორისო პარტნიორს, თუ ჩვენს მეგობარს. ჩვენ მაქსიმალურად ვითვალისწინებთ, თუმცა თუ კითხვაზე გაგვცემენ პასუხს, მაშინ, როდესაც თავიანთ სახელმწიფოებში იქნება რევოლუციური შეტევა, რომ ჩამოშალონ სახელმწიფო ინსტიტუციები, როგორც მოიქცევიან და მაშინ, როდესაც მათი ქვეყნის სასამართლოები მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ ეს არის დანაშაული, აი, მმერე მაინტერესებს მათი პასუხი, როგორი იქნება. ვინმემ რომ თქვას ეს რაღაცა შეთითხნილია, აგერ ბატონო პირდაპირი ეთერი, თარჯიმანის პრობლემა აქვთ? ან მოვიდნენ ჩვენ ვუთარგმნით, ან თვითონაც არ აქვთ პრობლემა. თარგმნონ ის მოწოდებები რა იყო და სწორედ ამ უპასუხისმგებლო დამოკიდებულის გამო მოხდა ის, რაც მოხდა",- ამბობს ზარქუა.

ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მიზანი "ქართული ოცნების" უკანდახევაა. მათი აზრით, საერთაშორისო თანამეგობრობამ კარგად იცის, რაზეა წამსვლელი "ქართული ოცნება" და ზუსტად ამიტომ გააქტიურდნენ ბოლო პერიოდში.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მოწოდებები ორმხრივია და მისი შესრულება ევალება როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას.

'საუბარი გვქონდა იმაზე, რა უნდა მოხდეს, მათ შორის ევროკავშირთან მიმართებაში, იმ განხილვებთან დაკავშირებით, რომლებიც უნდა გაიმართოს უახლოეს დღეებში ბრიუსელში. უნდა მოხდეს განახლებული სტრატეგიით ევროკავშირის ჩართვა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის დასარეგულირებლად', - განაცხადა სალომე სამადაშვილმა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42