"თავისუფლებას გაქრობისგან ერთი თაობა აშორებს... საქართველო საშიში ჩიხშია, გადატვირთვა აუცილებელია"- ჰენრიკ ილვესისა და კურტ ვოლკერის წერილი
პოლიტიკა - 16:23, 20 Feb, 2021     1771

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტმა, ტომას ჰენდრიკ ილვესმა და აშშ-ის ყოფილმა ელჩმა ნატოში, კურტ ვოლკერმა საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ ერთობლივი სტატია გამოაქვეყნეს.

მათი შეფასებით, საქართველო საშიშ ჩიხში იმყოფება, რაც რისკს უქმნის ქვეყნის ყველა მიღწევას.

შესაბამისად, მათი თქმით, გადატვირთვა აუცილებელია.

"საქართველო იმყოფება საშიშ ჩიხში, რომლითაც რისკის ქვეშ დგება ყველაფერი, რის მისაღწევადაც ქვეყანამ ამდენი იბრძოლა. ისტორიამ, განსაკუთრებით უახლესმა ისტორიამ აჩვენა, რომ დემოკრატია მყიფეა. თუ მან ერთხელ განიცადა მარცხი, ეს ხანგრძლივია და აღსადგენად რთული ბრძოლას მოითხოვს. 6 იანვარს აშშ-ის კაპიტოლიუმი ალბათ სერიოზულად არ განიხილავდა ამერიკის დემოკრატიის მიმართ საფრთხეს, თუმცა, გამოჩნდა, რამდენად ახლოს ვართ უფსკრულთან, მუდმივად.

ერთხელ ​რონალდ რეიგანმა თქვა:

თავისუფლებას გაქრობისგან ერთი თაობა აშორებს. ის ჩვენს შვილებს სისხლით არ გადაეცემათ. მას სჭირდება ბრძლა , დაცვა და ხელიდან ხელში გადაცემა. თუ არადა, ერთ დღეს ის გაქრება და ჩვენ მოგვიწევს, შვილებს მხოლოდ მოვუყვეთ, რომ ოდესღაც აშშ-ში ადამიანები თავისუფლები იყვნენ.

და ახლა მსოფლიოში ჩანს, რომ ეს განცხადება ჭეშმარიტებაა ყველგან: საქართველოში, ევროკავშირში, აშშ-ში, მიანმარში, ტაილანდასა და უამრავ სხვა ქვეყანაში, სადაც კოვიდ19-ის მიზეზით დემოკრატიამ უკან დაიხია.

ქართველი ხალხი წინსვლის გზას იმსახურებს და არა გამოუვალ მდგომარეობას. ორივე მხარემ გვერდზე უნდა გადადოს წარსული მოთხოვნები და ახლებურად შეხედოს რა სჭირდება ქვეყანას მომავალში. თუ ჩვენ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ მსგავს დიალოგს, ამას გავაკეთებთ. მაგრამ ქართველმა ლიდერებმა თავად უნდა გააცნობიერონ, რომ ყველაფერი ძალიან შორს წავიდა და გადატვირთვაა საჭირო.

ვიცით, რომ ქართველებს თავისუფლება გულში აქვთ. მათ სურთ, იყვნენ მსოფლიოს თავისუფლების მოყვარე ხალხს შორის. მათ სურთ უსაფრთხოება, კეთილდღეობა და კარგი მმართველობა. საქართველოს ბედი წყდება ნატოს და ევროკავშირის წევრობაზე. ჩვენ არ ვიცნობთ არც ერთ ადამიანს ოპოზიციასა თუ მთავრობაში, რომელიც ამას არ ეთანხმება.

და მაინც, ამ ორგანიზაციის წევრობას დამსახურება, გამომუშავება უნდა. მსოფლიოსთვის საქართველო უიმედოდ დაყოფილი, უმწიფარი დემოკრატიით და ეკონომიკით და უდავოდ, არ არის მზად გაწევრიანებისთვის. არც ნატოს წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ, დაავალდებულონ თავიანთი ამომრჩევლების შვილები, დაიცვან ახალი წევრი ქვეყნა, რომლის დემოკრატია და შესაძლებლობა, ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომლის კანონის უზენაესობა კითხვის ნიშნის ქვეშაა.

პრემიერმინისტრიუს გადადგომით, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერის შესაძლო დაპატიმრებით, საარჩევნო დარღვევების აღმოფხვრის პროცესზე შეუთანხმებლობით და ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოწოდებით იმის გარეშე, რომ დადგინდეს, რა იყო არასწორი წინა არჩევნებზე, საქართველო არის ჩიხში, რაც ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე აზიანებს.

ორივე მხარემ გვერდზე უნდა გადადოს წარსული მოთხოვნები და ახლებურად შეხედოს იმას, თუ რა სჭირდება ქვეყანას მომავალში. თუ ჩვენ შეგვეძლება, ვიყოთ დიალოგის ფასილიტატორები, ასეც მოვიქცევით. მაგრამ ქართველმა ლიდერებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ყველაფერი ძალიან შორს წავიდა და გადატვირთვა აუცილებელია".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42