შეწყვიტეთ პოლიტიკური რეპრესიები, დიალოგს სჭირდება პარტნიორი, რომელიც არ შეიძლება იყოს დაჭერილი - ლიეტუველი პარლამენტარის უმწვავესი გზავნილი "ოცნებას"
პოლიტიკა - 12:02, 20 Feb, 2021     1331

ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგმანტას პავილიონისი ენმ-ის ოფისში ნიკა მელიას შეხვდა და ხელისუფლების მისამართით უმწვავესი განცხადებები გააჟღერა.

მაღალჩინოსანმა ხელისუფლებას მოუწოდა, შეწყვიტოს პოლიტიკური რეპრესიები, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, შეწყდეს საქმეები სასამართლოში და დაიწყოს დიალოგი.

ჟიგმანტას პავილიონისი ამბობს, რომ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება არის ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზა.

"არის არჩევანი: საქართველო ან წავა ლიეტუვის გზით, ან სხვა გზით.

თუ იქნება ლიეტუვის გზა, მე ვხედავ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების შანსებს.

მაგრამ, როცა ლიეტუვა ევროკავშირსა და ნატოში წევრიანდებოდა, მარჯვენა და მარცხენა ყოველთვის ერთად მუშაობდნენ. ჩვენ არასდროს დაგვიპატიმრებია არავინ [ოპონენტი].

მაგრამ თუ რეპრესიები და კონფლიქტი გაგრძელდება, თუ გაგრძელდება მუქარის გზა, საქართველოს შანსები შემცირდება.

ნატოსა და ევროკავშირში მხოლოდ საუკეთესო გაწევრიანდება. თქვენი არჩევანია, გინდათ, რომ იყოთ ლიდერები თუ გინდათ, იყოთ სხვადასხვა საშინაო და საგარეო დარტყმების მსხვერპლები.

თქვენ დარჩებით სხვა ძალების წინაშე, რომელიც თქვენ დაგშლით. ერთხელ უკვე დაიტანჯეთ ომით. მართლა გინდათ, შენარჩუნდეს სტატუს კვო, რომელიც არაფერთან მიგიყვანთ? იმიტომ, რომ ჩვენი გამოცდილებით, ან უერთდები ევროკავშირს და ნატოს, ან კვდები. სხვა ალტერნატივა არ გაქვთ. ესაუბრეთ ერთმანეთს, შეწყვიტეთ პოლიტიკური რეპრესიები, გაათავისუფლეთ პოლიტიკური პატიმრები, შეწყვიტეთ პოლიტიკური საქმეები სასამართლოში, რომელიც პროცესს ხელს არ უწყობს და დაიწყეთ ხიდების აგება მომავლისთვის. ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ. ამიტომ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იმედი მაქვს, ნიკა მელიას საქმე დადებითად გადაწყდება". - თქვა პავილიონისმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ამასთან, მისი თქმით, მზად არიან ჩაერთონ მედიაციაში, მაგრამ დიალოგში ქართულ ოცნებას სჭირდება პარტნიორი, რომელიც არ შეიძლება იყოს დაჭერილი.

"მე შევხვდი ნიკა მელიას და შევხვდები ყველა პოლიტიკურ ლიდერს, მათ შორის მთავრობის წარმომადგენლებს. და ვეტყვი ერთ რამეს. ჩვენ, ლიეტუველები საქართველოს კარგი მეგობრები ვართ, ჩვენ არასდროს მივატოვებთ საქართველოს, მიტ უმეტეს ყველაზე მძიმე საათები. მზად ვართ შევთავაზოთ ჩვენი მედიაციის ძალისხმევა, მაგრამ დიალოგისთვის შენ გჭირდება პარტნიორი. პარტნიორი არ შეიძლება იყოს დაჭერილი",- განაცხადა მან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42