"სალომე ზურაბიშვილი აღმოჩნდა თოჯინა ივანიშვილის ხელში, თორემ პრეზიდენტს ნამდვილად შეეძლო აქამდეც არ მისულიყო საქმე და გაცილებით აქტიური როლი ეთამაშა" - ბურჯანაძე
პოლიტიკა - 22:30, 19 Feb, 2021     1244

"ერთიანი საქართველოს" ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ივანიშვილი განკარგავს ყვეაფერს და პრეზიდენტი, სალომე ზურაბისვილი, აღმოჩნდა თოჯინა.

ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ ზურაბიშვილი წინაასარჩევნოდ უშბაზე და ხვამლზე იყო წასული , ნაცვლად ობიექტური განცხადების გაკეთებისა - ამიტომ, მისივე თქმით, ოპოზიციას სჭირდება იმ ფიგურებთან ლაპარაკი, რომლებსაც შეუძლიათ გადაწყვიტონ საკითხი ან ამბავი მაინც მიიტანონ ბიძინა ივანიშვილთან.

"სალომე ზურაბიშვილს არანაირი მნიშვნელოვანი როლი არ ჰქონია, რაც უთხრა ბიძინა ივანიშვილმა ის გააკეთა. უთხრა ბიძინა ივანიშვილმა, რომ შეიწყალე უგულავა და ოქრუაშვილი და არ შეიწყალო გიორგი რურუაო და ასეც მოიქცა. სახელს და გვარებს არ აქვს მნიშვნელობა - ახლა, ვითომ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით მოხდება, რაც მოხდება და ღარიბაშვილის როლია ეს თუ ივანიშვილის?! - ივანიშვილი არის ის ადამიანი, ვინც განკარგავს აბსოლუტურად ყველაფერს. სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილი აღმოჩნდა თოჯინა ივანიშვილის ხელში. მისთვის გაცილებით მეტი აღმოჩნდა პრეზიდენტის სავარძელში კომფორტულად ყოფნა, ვიდრე თავმოყვარეობა, თორემ ნამდვილად შეეძლო პრეზიდენტს აქამდეც არ მისულიყო საქმე და გაცილებით აქტიური როლი ეთამაშა. ქალი ქვეყნის პრეზიდენტია და არჩევნების დროს უშბაზე თუ ხვამლზე იყო წასული სასეირნოდ და ერთი განცხადება არ გაუკეტებია ობიექტურობასთან მიახლოებული, ამიტომ არ ვაპირებ ზურაბიშვილზე სერიოზულად ლაპარაკს. მნიშვნელოვანია, რომ გადაწყევტილება მიიღოს ივანიშვილმა. სალომე ზურაბიშვილი არ არის ფიგურა, რომელიც თვითონ რამეს გადაწყვეტს, ჩვენ გვჭირდება ლაპარაკი იმ ფიგურებთან, ვისაც შეუძლია გადაწყვიტოს ან ივანიშვილთან ამბავი მაინც მიიტანოს, მათ შორის, ალბათ ირაკლი ღარიბაშვილთან. შევარდნაძესაც ვერ წარმოედგინა 22 ნოემბერს, რომ 23 ნოემბერს სახლში წასვლა მოუწევდა, მაგრამ მოუწია და ახლა ცოტათი ირაკლი ღარიბაშვილზე უფრო გამჭრიახი იყო ედუარდ შევარდნაძე“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ქვეყანაში დღითიდღე იზრდება პოლარიზაცია, დაძაბულობა და დაპირისპირება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42