ღარიბაშვილი ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად "ნაციონალურ მოძრაობაზე" შურის საძიებლად განამწესა - ბოკუჩავა
პოლიტიკა - 22:08, 19 Feb, 2021     1150

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, თინა ბოკუჩავას შეფასებით, ღარიბაშვილი ივანიშვილმა გაამწესა და ნომინირება გაუკეთა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად "ნაციონალურ მოძრაობაზე" შურის საძიებლად.

მისივე თქმით, ნიკა მელიას დაკავების მცდელობა არის აბსურდი, რაშიც თავი "ქართულმა ოცნებამ“ მაშინ ჩაიყენა, როცა მისივე შეფასებით, ნიკა მელიას წინააღმდეგ " საქმე შეკერა“.

"როგორც წარმოგიდგენიათ, როცა გვემუქრებიან დაჭერით და ძალადობრივი შტურმით, ვინ უნდა წარმოადგინოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ამ მოლაპარაკებების მაგიდასთან? - ნიკა მელიამ. ღარიბაშვილს ან „ქართული ოცნების“ სხვა პაიკებს რომ ჰკითხოთ, ისინი მის დაკავებას აპირებენ. ეს ხომ აბსურდია და ამ აბსურდში თავის თავი ჩააყენეს, როცა ეს საქმე შეკერეს და აიხლართნენ მერე თავიანთ სიყალბეში. ამიტომ უნდა შეჩერდეს პოლიტიკური დევნა ჩვენი ლიდერების წინააღმდეგ, მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ, უნდა მოხდეს პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ქვეყანამ უნდა აიღოს ვალდებულება საარჩევნო სისტემის რეფორმაზე და ვადამდელი არჩევნების თარიღის განსაზღვრაზე. ეს მოგვცემს ამ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის შესაძლებლობას.

ღარიბაშვილის ერთადერთი დღის წესრიგი, რისთვისაც ივანიშვილმა გაამწესა და ნომინირება გაუკეთა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად არის ის, რომ შური იძიოს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე. აბსურდია ხო? ამ აბსურდიდან უნდა გამოვიდეთ! როგორც წარმოგიდგენიათ, მე თუ უნდა წარმოვადგინო მოლაპარაკებების მაგიდასთან „ნაციონალური მოძრაობა, თავმჯდომარე რომ ვიყო, როგორც წარმოგიდგენიათ, ხელბორკილებით მიმიყვანენ მაგიდასთან? ცოტა უფრო რაციონალურად ხომ უნდა ვისაუბროთ?!“ - განაცხადა ბოკუჩავამ გადაცემაში "360 გრადუსი".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42