მერამდენე "ცხელ გაზაფხულს“ გვიანონსებენ? ბოლოს თვითონ რჩებიან ხოლმე ცივ ზამთარში - ოხანაშვილი ოპოზიციაზე
პოლიტიკა - 21:35, 19 Feb, 2021     954

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის შეფასებით, ნიკა მელიას საკითხთან მიმართებაში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელთა ნაწილის განცხადებები, რომ ადამიანთა ნაწილი კანონის წინაშე თანასწორნი არ არიან - "საბჭოური აზროვნების გამოვლინებაა".

მან ხაზგასმით განაცხადა, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია და კონკრეტული უწყება უზრუნველყოფს კანონის და დემოკრატიის ყველა სტანდარტის დაცვით ამ გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანას.

ოხანაშვილი ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის მხრიდან აქციების დაანონსებას და აღნიშნა, რომ ბოლოს ოპოზიცია "ცივ ზამთარში" რჩება.

"მე რომ გიპასუხოთ ის, რომ ადამიანები განსხვავდებიან კანონის წინაშე, ეს იქნება აბსურდი. ვინც ამას ცდილობს, რომ მარტივი ჭეშმარიტება ხალხში გაასაღოს ისე, თითქოს ადამიანები კანონის წინაშე თანასწორნი არ არიან, ეს არის ძალიან მძიმე გამოვლინება ამ ადამიანების აზროვნების, ვინც ასე უდგება საკითხს - თურმე არიან ადამიანები ზოგიერთნი თანასწორნი, ზოგიერთნი არ არიან კანონის წინაშე თანასწორნი. ეს არის ძალიან მძიმე, საბჭოური აზროვნების გამოვლინება, რომელიც მე არ მიკვირს "ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებისგან, ვინაიდან, ეს ადამიანები არიან საბჭოთა კავშირის მენტალობის მქონე ხალხი. აქედან გამომდინარე, ყველა მათ წინადადებაში თუ ქცევაში ან არის რადიკალიზაცია, ან ექსტრემიზმი, ან ასეთი საბჭოური აზროვნება და ლოგიკა.

რაც შეეხება კონკრეტულად ნიკა მელიას საკითხს, ეს არის კონკრეტული უწყების გადასაწყვეტი. კანონის წინაშე ყველა თანასწორია და კონკრეტული უწყება უზრუნველყოფს კანონის შესაბამისად, დემოკრატიის ყველა სტანდარტის დაცვით ამ გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანას.

მერამდენე „ცხელ გაზაფხულს“ გვიანონსებენ? ბოლოს თვითონ რჩებიან ხოლმე ცივ ზამთარში. ასე რომ, ეს პროცესი, რომელსაც ისინი აგრძელებენ რადიკალიზაციისკენ და ექსტრემიზმისკენ არის კრახისთვის განწირული და ასეც დასრულდება. ჩვენ ცივი გონებით, პასუხისმგებლობის დიდი გრძნობით და მოქალაქეების წინაშე ანგარიშვალდებულების პრინციპით ვხელმძღვანელობთ. შესაბამისად, ისინი დარჩებიან ცივ ზამთარში და იმ აზროვნებაში, რაც ვერ მოიშორეს და ვერ გადააფასეს ამ წლების განმავლობაში. ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას რადიკალიზაციის, ვინაიდან ეს არ არის ჩვენი მოქალქეების დაკვეთა“, - განაცხადა ოხანაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42