"სასამართლო არ დაუშვებს შერჩევითი მართლმსაჯულების განხორციელებას" - იუსტიციის საბჭო მელიას საქმეზე
პოლიტიკა - 20:42, 19 Feb, 2021     1101

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ეხმაურება "ენმ"-ს ლიდერის, ნიკა მელიასთვის , პატიმრობის შეფარდებას და აცხადებს, რომ სასამართლო არ დაუშვებს შერჩევითი მართლმსაჯულების განხორციელებას.

უწყება წერს, რომ ნიკა მელიას საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების შემდეგ, სასამართლოსა და მოსამართლის მიმართ ცილისწამება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების პრინციპებს გასცდა.

"საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ეხმაურება სასამართლო სისტემისა და მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის მიმართ გამოთქმულ შეურაცხმყოფელ, დაუსაბუთებელ და ცრუ ბრალდებებს, რომელიც უკავშირდება 2019 წლის 20 ივნისის ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობისათვის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ ნიკანორ მელიასათვის აღკვეთის ღონისძიების - გირაოს პატიმრობით შეცვლის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას.

ამ დღეებში სასამართლოსა და საქმის განმხილველი მოსამართლის მიმართ განხორციელებული ცილისმწამებლური კამპანია გასცდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების პრინციპებს და ცრუ ბრალდებებსა და პირად შეურაცხყოფაში გადაიზარდა.

გვსურს საზოგადებას განვუმარტოთ, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულმა ნიკანორ მელიამ დაარღვია აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაოს პირობები. მისთვის ცნობილი იყო ის სამართლებრივი შედეგები, რაც ახლავს გირაოს პირობების დარღვევას. მან გაცნობიერებულად და მიზანმიმართულად აარიდა თავი კანონით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას, რის თაობაზეც არაერთხელ საჯაროდ განაცხადა.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, გირაოს პირობების მიზანმიმართულად/გაცნობიერებულად დარღვევა და კანონის მოთხოვნების აშკარა უგულებელყოფა ერთმნიშვნელოვნად არის აღკვეთის ღონისძიების - გირაოს პატიმრობით შეცვლის საფუძველი. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ბრალდებულის მიერ გირაოს პირობების ამგვარი დარღვევის შემთხვევაში, სხვა ალტერნატიული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას არ იძლევა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ სასამართლოს პოლიტიზირებისა და დისკრედიტაციის მცდელობისგან. სასამართლო არ დაუშვებს შერჩევითი მართლმსაჯულების განხორციელებას და გარკვეული ჯგუფების დაუსაბუთებელი ბრალდებების თავიდან აცილების მიზნით კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფას" ,- ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42