"არ არსებობს პოლიციის მიერ კარვის განთავსების აკრძალვით შეკრების ჩატარების შეზღუდვის აუცილებლობა" - საია
საზოგადოება - 20:20, 19 Feb, 2021     1388

"არ არსებობს პოლიციის მიერ კარვის განთავსების აკრძალვით შეკრების ჩატარების შეზღუდვის აუცილებლობა" - ასე ეხმაურება საია პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს და მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, პატივი სცეს ადამიანის უფლებას.

მესამე სექტორი ასევე მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, შეისწავლონ მშვიდობიანი შეკრების უფლების შეზღუდვის ფაქტი და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება.

"მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2021 წლის 19 თებერვალს, თბილისში რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ მიმდებარე ტერიტორიაზე, პოლიციამ აქციის მონაწილეებს არ მისცეს უფლება გაეშალათ კარავი, ხოლო პოლიციის თანამშრომლებმა პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი 20 აქტივისტი დააკავეს, რომლებიც კარვების გაშლას ცდილობდნენ.

,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის მე-111 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად:

,,დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციებით ან/დასაგნებით გადაკეტვა.“

ეს ნორმა კრძალავს კარვის, სხვაგვარი კონსტრუქციის ან საგნის ტრანსპორტის სავალნაწილზე განთავსებას, რაც გამოიწვევს ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხებას ან/და შენობის შესასვლელის ბლოკირებას. კანონი არ კრძალავს შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარებისას კარვისტროტუარზე ანუ ფეხით მოსიარულეთა ადგილზე განთავსებას, ტროტუარზე კარავის დადგმის მეშვეობითპროტესტის გამოხატვა, არათუ კანონით აკრძალულ ქმედებას წარმოადგენს, არამედ როგორც ,,პარტიზანიმებაღეების“ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 2016 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით დაადგინა, წარმოადგენს შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციური უფლების შემადგენელ ნაწილს. ,,პარტიზანი მებაღეების“ საქმეში თბილისის საქალაქო სასამართლომ ტროტუარზე კარვის დადგმისაკრძალვა დასაშვებად მიიჩნია მხოლოდ მაშინ, თუკი ამით ხდება ადმინისტრაციული ორგანოს პარალიზება ან მისი ნორმალური საქმიანობისათვის ხელის შეშლა.

გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ აქციის მონაწილეები გეგმავდნენ კარვის დადგმას, არა ტრანსპორტის სავალ ნაწილზე, არამედ ტროტუარზე, სადაც ეს ქმედება არ იკრძალება. კარვის დადგმა განპირობებული იყო ცივ ამინდში მშვიდობიანი შეკრების გაგრძელების მიზნით. ამგვარად, არ არსებობს პოლიციის მიერ კარვის განთავსების აკრძალვით შეკრების ჩატარების შეზღუდვის აუცილებლობა.

საია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, პატივი სცეს ადამიანის უფლებას - მშვიდობიანი შეკრება განახორციელოს ტროტუარზე კარვის განთავსების გზით. ასევე, მოვუწოდებთ შესაბამის უწყებებს, შეისწავლონ მშვიდობიანი შეკრების უფლების შეზღუდვის ფაქტი და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება" ,- ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42