"საკამოდ უცნაური და გაუგებარია რატომ უნდა დაიჭირონ ნიკა მელია, როდესაც ამის მიზეზი გავრილოვის საქმეა" - რასა იუკნევიჩენე
პოლიტიკა - 19:29, 19 Feb, 2021     1895

ნატო-ს საპარლამენტო ანსამბლეის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი , რასა იუკნევიჩენე, ეხმაურება საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და აცხადებს, რომ საკამოდ უცნაური და გაუგებარია რატომ უნდა დაიჭირონ ნიკა მელია, როდესაც ამის მიზეზი გავრილოვის საქმეა - მისივე შეფასებით, ეს ყველაფერი კრემლთანაა დაკავშირებული.

იუკნევიჩენე თვლის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მოლაპარაკებები გაიმართოს მხარეებს შორის - მისივე თქმით, რიგგარეშე არჩევნები კი ამ მოლაპარაკებების ერთ-ერთი თემა უნდა იყოს.

იუკნევიჩემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთ სიტუაციებში პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს ეკისრება.

"მე ვხედავ რომ სიტუაცია უარესდება და კრიზისი ღრმავდება. ამ სიტუაციიდან გამოსვლის გზა პირველ რიგში არის მოლაპარაკებები. მე იმედი მაქვს, რომ საქართველოში პასუხისმგებლიანი ხალხი არსებობს ორივე მხარეს, თუმცა გაცილებით, უფრო მეტად პასუხისმგებლობის გამოჩენა მოეთხოვება მმართველ პარტიას, როდესაც ასეთი კრიზისია ეს ყველგან ასეა.

ეს განსაკუთრებული შემთხვევაა, რადგან ამ კრიზისის მიზეზი არის ოპოზიციური პარტიის ლიდერისთვის პატიმრობის შეფარდება. ჩვენთვის ეს საკამოდ უცნაურია. გაუგებარია რატომ უნდა დაიჭირონ ნიკა მელია, როდესაც ამის მიზეზი გავრილოვის საქმეა. ეს ყველაფერი კრემლთან არის დაკავშირებული, რომლესაც ინტერესები და გავლენა აქვს საქართველოში. ასე რომ, აქ, ევროპარლამეტში საქართველოდან ცუდი ამბები მოგვდის და ბევრი კითხვა რჩება პასუხგაუცემელი. ჩვენ ასევე შეშფოთებულები ვართ იმის გამო, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია რჩება კითხვის ნიშნის ქვეშ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვაშინგტონის ახალი ადმინისტრაციის ხელში მეტი შესძლებლობები გვექნებოდა ამ მიმართულებით, მაგრამ ახლა საქართველო ძალიან ცუდ ნაბიჯებს დგამს.

ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოლაპარაკებები გაიმართოს მხარეებს შორის. რიგგარეშე არჩევნები კი ამ მოლაპარაკებების ერთ-ერთი თემა უნდა იყოს, რადგან ამან, შესაძლოა, ყველაფერი საბოლოოდ მოაგვაროს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვთვლით, რომ ეს კარგი შესაძლებლობა იქნბოდა. ახლა პარლამენტი ფუნქციური არ არის, რადგან ოპოზიცია არ მონაწილეობს მის მუშოაბაში. ახლა ამას ახალი დაპატიმრებაც ემატება, რაც პოლიტიკურ ტემპერატურას ზრდის, ეკონომიკაც ცუდ მდგომარეობაშია. ამიტომ, მე რომ თქვენი მმართველი პარტიის წევრი ვიყო, რა თქმა უნდა, სწორედ ამას გავაკეთებდი", - განაცხადა რასა იუკნევიჩენემ "მთავართან" საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ შსს-მ ნიკა მელიას დაკავების აღსრულება გადადო და ამის მიზეზად პრემიერობიდან, გიორგი გახარიას გადადგომა დაასახელა - ნიკა მელიას მოსამართლე ჩახნაშვილმა აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობად, 17 თებერვლის სასამართლო სხდომაზე შეუცვალა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42