ნიკა მელიას ვურჩევ, თავი აარიდოს გარეთ გასვლას - დავით ბაქრაძე
პოლიტიკა - 15:06, 19 Feb, 2021     706

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ხელისუფლება პროვოკაციებზე წამოსვლას შეეცდება, ამიტომ, ნიკა მელიას მოუწოდა, რომ გარეთ გასვლისგან დროებით თავი შეიკავოს. მისივე განმარტებით, ოცნების რადიკალური ჯგუფები საკუთარი ძალაუფლების დემონსტრირებას არ მოერიდება, რის გამოც ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივა:

"როცა ასე უყურებს დღევანდელი „ოცნების“ ხელისუფლება, რა თქმა უნდა, საფრთხე არსებობს, ამიტომ ჩემი რჩევა ნიკა მელიას მიმართ იქნებოდა, რომ სანამ ვითარება პოლიტიკურად არ გაირკვევა და არ დალაგდება, თავი აარიდოს გარეთ გასვლას, თავი აარიდოს ხელისუფლების მხრიდან პროვოცირების შესაძლებლობას და ნუ მივცემთ შანსს ხელისუფლებას, რომ ამ შემთხვევაში და ამ საქმეში, სადაც თავიდან ბოლომდე მტყუანია, მიაღწიოს ისეთ გამარჯვებას, რომელიც შემდეგ ქვეყანაში მოიტანს კიდევ დაპირისპირებას და დაძაბულობის მორიგ ტალღას.

ყველამ უნდა გაიგოს, რომ ეს არის გზა, რომელიც დაღუპვამდე მიიყვანს "ქართულ ოცნებას", მაგრამ დააზიანებს ქართულ სახელმწიფოსაც, ამიტომ თუ "ქართული ოცნების" რადიკალური ჯგუფი მზად არის, რომ საკუთარ სკამებს და საკუთარი ძალაუფლების ხიბლს გადააყოლოს ქართული სახელმწიფო, ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების მომავალი, ეს იქნება მათი არჩევანი, რომელიც, პირველ რიგში, ამ ჯგუფს და "ქართულ ოცნებას" დაასრულებს.

მეორე გზა არის დიალოგის გზა, გზა იმისკენ, რომ მოვძებნოთ საერთო წერტილები და მოვძებნოთ ამ კრიზისიდან მშვიდობიანი გამოსავალი და ეს მშვიდობიანი გზა გადის ელჩების მონაწილეობით მოლაპარაკებაზე, საარჩევნო სისტემის შეცვლაზე, ახალ არჩევნებზე და ვითარების დამშვიდებაზე. ეს არის გზა, რომელსაც ირჩევს ოპოზიცია. ჩვენი ამოცანა არ არის კონფრონტაცია, ჩვენი ამოცანა არ არის ამ ქვეყანაში არეულობა და დაძაბულობა, დღესვე მზად ვართ დავსხდეთ მოლაპარაკებათა მაგიდასთან ელჩების მონაწილეობით, დღესვე დავიწყოთ საუბარი იმ კრიზისიდან გამოსავალზე, რომელშიც „ქართული ოცნების“ რადიკალებმა შეგვიყვანეს ყველა ერთად,"- განაცხადა ბაქრაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42