ენმს-ს თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატმა დიტო საძაგლიშვილმა ჟურნალისტებთან იმ ფაქტორებზე ისაუბრა, რომელიც სამართლებრივი მექანიზმების საფუძველზე მელიასთვის პატიმრობის გაუქმებას ითავლისწინებს. საძაგლიშვილის განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა და ის არ უნდა აღსრულდეს:
"იმდენად ირაციონალური იყო ხელისუფლების მოქმედებები ნიკა მელიას საქმესთან მიმართებაში, რთულია ლოგიკური ვარიანტების გაკეთება, რა გაგრძელება შეიძლება მოყვეს. გამორიცხული არაფერია, მათ შორის, ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომ ისევ შეეცადონ უკანონო გადაწყვეტილების აღსრულებას, თუმცა, ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ეს გადაწყვეტილება უკანონოა, ის არ უნდა იყოს აღსრულებული. ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ შექმნილი ჩიხური სიტუაციიდან გამოვიდეს. ამის სამართლებრივი მექანიზმები არსებობს, ეს იქნება კარგი ყველა მხარისთვის, ეს შეუწყობს სიტუაციის ნორმალიზებას. რაც შეეხება სამართლებრივ მექანიზმებს, პროკურატურას შეუძლია, ნებისმიერ დროს მიმართოს სასამართლოს და მოთხოვოს პატიმრობის გაუქმება ნიკა მელიას მიმართ" - განაცხადა საძაგლიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






