ღარიბაშვილის კორუფციული სკანდალი - რას აჭმევდა თავდაცვის ყოფილი მინისტრი სამხედროებს?
პოლიტიკა - 13:55, 19 Feb, 2021     2378
ქვეყანას ახალი პრემიერ-მინისტრი ეყოლება, რომელიც ამ პოსტს უკვე მეორედ დაიკავებს. მანამდე კი ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრი იყო, რომელიც სამხედრო პირების ჯანმრთელობაზე, უსაფრთოებასა და სიცოცხლეზე იყო პასუხისმგებელი, თუმცა, კორუფციული გარიგების გამო მან ჯარისკაცების სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენა - ყველი, რომლითაც სამხედროები იკვებებოდნენ, რძის ფხვნილისგან იყო დამზადებული და ჯანმრთელობისთვის საშიშ კომპონენტებს შეიცავდა. ოპოზიციის ინფორმაციით, უწყებამ კონტრაქტი ყველის მომწოდებელ კომპანიასთან მხოლოდ იმიტომ გააფორმა, რომ აღნიშნული კომპანიის მფლობელი თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანია.

თავის დროზე კონტრაქტის გაფორმება ბანალური მიზეზით ახსნეს - კომპანია, რომელიც თავდაცვის ძალებს ყველით მოამარაგებს, ძალიან გამოცდილი და ხარისხზე ორიენტირებულია, თუმცა, მას შემდეგ, რაც პროდუქტზე ჩატარებულმა კვლევამ საპირისპირო დაამტკიცა, მომწოდებელთან კონტრაქტი გაუქმდა. უწყებას ახლა ტენდერი აქვს გამოცხადებული და სამხედროებისთვის ყველის მომწოდებელ ახალ კომპანიას ეძებს, ჯარისკაცები კი ორ თვეზე მეტია ყველის გარეშე არიან დარჩენილები:

"ეს კომპანია არის შპს ვანი როქსი, რომლის დირექტორიც არის შალვა ადეიშვილი - ის თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის ყოფილი მოადგილეა" - განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა ბესიკ დონაძემ.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის კომპანიამ":
"თავდაცვის სამინისტროში, სამხედროებზე ზრუნვა და მათი უმაღლესი სტანდარტების პროდუქციით უზრუნველყოფა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტადაა გამოცხადებული.
აღნიშნული პოლიტიკა კვებითი უზრუნველყოფის თვალსაზრისით გულისხმობს სამხედროების მრავალფეროვანი და საუკეთესო ხარისხის პროდუქციით უზრუნველყოფას.
ამ გზაზე გატარებულ ღონისძიებებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ხარისხის კონტროლის გამკაცრების მიმართულებით ჩატარებული სამუშაოები, რაც აგრეთვე გულისხმობს კვების ხარისხში შესაძლო პრობლემების აღმოფხვრისა და დარღვევების პრევენციის მიზნით ნებისმიერი ტიპის მცირე ხარვეზზეც კი, კანონით გათვალისწინებულ მკაცრ რეაგირებას.
აღნიშნული პოლიტიკის ფარგლებში, გატარებული არაერთი ღონისძიების მიუხედავად, ცალკეული კომპანიები კვლავ ცდილობენ უგულვებელყონ დაწესებული მაღალი სტანდარტები და შესაბამისად, სახელმწიფო კვების კომპანიას უწევს მკაცრი ზომების გატარება. კერძოდ, სსიპ „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო“-ს მიერ ყველის შესყიდვის თაობაზე, გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „ვანი როქს“, რის შემდეგაც აღნიშნულ კომპანიასთან გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება, თუმცა კომპანიამ ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიმწოდებლის მხრიდან არაკეთილსინდისერი ქმედებისა და ასევე ტექნიკური პარამეტრების შეუსაბამობის გამო, შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა“-მ მიმართა სსიპ „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს“ შპს „ვანი როქს“-თან კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში 2021 წლის 20 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.
მოცემული განცხადება წარმოადგენს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ პოლიტიკას, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპების დაცვით, ყველა ტენდერთან და მასთან დაკავშირებულ დარღვევებზე, შედგეს ჯეროვანი საჯარო და პროაქტიური კომუნიკაცია, რათა არ მოხდეს ფაქტებით მანიპულაცია და საზოგადოებაში დეზინფორმაციის გავრცელება" - ნათქვამია განცხადებაში.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42