სახელისუფლებო აფექტი, იქცევა თუ არა ღარიბაშვილის გაპრემიერება ივანიშვილის ტრაგედიად? - "ოცნებაში დარჩნენ ქორები, რომლებმაც ფრენა არ იციან"
პოლიტიკა - 13:46, 19 Feb, 2021     2562

ღარიბაშვილის მეორედმოსვლა - პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტზე თავდაცვის ყოფილი მინისტრის დანიშვნას აფასებს და ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება ივანიშვუილის პირადი ტრაგედიაა და ხელის გადაგრეხვის პოლიტიკის გაგრძელება ხელისუფლებისთვის დამაზიანებელი იქნება.

ექსპერტის თქმით, მმართვალ პარტიაში არ უნდათ საკუთარი შინაგანი სისუსტის გამოვლინება და უნდათ, რომ სულ იყვნენ შეტევაში

"ბიძინა ივანიშვილის გამონათქვამები რომ შევაფასოთ, ღარიბაშვილის მეორედ დანიშვნა არის ივანიშვილის პირადი ტრაგედია. მას მართლა სურდა, რომ რაღაც პროფესიული, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე გუნდი შეექმნა, მაგრამ წასვლა-მოსვლაში ატარებს თავის წუთისოფელს. ღარიბაშვილის დანიშვნა ნიშნავს სახელისუფლებო აფექტს, როდესაც არ უნდათ საკუთარი შინაგანი სისუსტის გამოვლინება და უნდათ, რომ სულ იყვნენ შეტევაში. ქორების ფრთამ გაიმარჯვა და ურა პატრიოტიზმზე აგებული ძალისმიერი პოლიტიკის გატარებას აპირებენ. ახლა ყველა მთავარი ქორი გამოიყვანეს არენაზე და ვინც დღეს ქორობანას თამაშობს, წინა ხელისუფლების დროს ბუჩქებში ისხდნენ. ხელისუფლებაში მყოფები თავის პოზიციონირებას ახდენენ თითქოს მაგარი ბიჭები არიან და ძალიან გაერთნენ ამ მაგარი ბიჭობანას თამაშში.

მათ ელექტორალური ბაზა აღარ აქვთ, იმიტომ, რომ „ქართული ოცნების“ შედეგი იყო განპირობებული ორი ადამიანის მიერ, ეს იყო ბიძინა ივანიშვილი და გიორგი გახარია. დარჩნენ ქორები, რომლებიც ჰაერში არიან დარჩენილი, მაგრამ ფრენა არ იციან, ეს თვალების ფრიალი მათთვისვე დასრულდება ძალიან ცუდად. რაც უფრო აგრესიული იქნება ხელისუფალი, ამით სახელმწიფო დაზიანდება და თვითონაც ვერ იქნება არხეინად. აბრიალოს თვალები და დაველოდოთ შედეგს, რა მოყვება ამ თვალების ბრიალს. ამ ხალხმა ხელის გადაგრეხვის გარდა არაფერი არ იციან, გახარია წავიდა რადგან დაინახა, რომ სახელმწიფოს მშენებლობის მთავარი მშენებლობის ინსტრუმენტი ამ ხელისუფებაში არ არის პოპულარული“, - აღნიშნა ხუხაშვილმა "ინტერპრესნიუსთან".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42