"ოცნების" დეპუტატის, გია ვოლსკი ამბობს, რომ გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომა მისთვის მოულოდნელი იყო და გული წყდება. ვოლკსის განცხადებით, გახარია პირველი ნომერი და ღირსეული პრემიერი იყო.
"ჩემთვის, პირადად, მოულოდნელი იყო მართალი გითხრათ, იმიტომ რომ, იმდენად ნათელი იყო და იმდენად კითხვის გარეშე ჩაიარა ჩვენმა კონსულტაციებმა უმრავლესობაში იმასთან დაკავშირებით, უნდა შემდგარიყო თუ არა სამართლიანი გადაწყვეტილება საქართველოში, რომ მართალი გითხრათ, არ მოველოდი. თუნდაც მისი განცხადების შინაარსიდან გამომდინარე, ადვილად შეიძლება დავასკვნათ რაზე იყო საუბარი, სად არის განსხვავება. ირაკლი კობახიძემაც ილაპარაკა ამასთან დაკავშირებით და დამატებითი კომენტარი ამ თემასთან მიმართებაში არ გამაჩნია, ერთადერთი შემიძლია დავამატო, რომ გული მწყდება.
მინდა გითხრათ, რომ გიორგი გახარია პირველი ნომერი იყო და ღირსეული პრემიერი, რომელსაც საკმაოდ მყარი გუნდი ჰყავდა ჩამოყალიბებული, პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით. განსაკუთრებით ამ კრიზისის მართვის პერიოდში იყო საკმაოდ ეფექტური", -ამბობს ვოლკსი რუსთავი 2-თან ნაუბრისას.
მასალის გამოყენების პირობები






