"კობახიძე, მდინარაძე და პაპუაშვილი ღარიბაშვილს საერთოდ არ იცნობენ, კალაძე არ დაასახელებდა, რადგან თავად უნდა პრემიერობა – ერთადერთი, ვისაც შეეძლო, გადაწყვეტილება მიეღო, ივანიშვილია" - ბესელია
პოლიტიკა - 22:59, 18 Feb, 2021     2283

პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერი ეკა ბესელია ეკა ბესელია გადაცემაში “360 გრადუ" აცხადებს, რომ ერთადერთი, ვისაც პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დასახელება შეეძლო ბიძინა ივანიშვილია, რადგან დღეს “ქართული ოცნების” ლიდერთა რიგებში მას არ იცნობენ.


როგორც მან აღნიშნა, პრემიერად ირაკლი ღარიბაშვილს არც კახა კალაძე დაასახელებდა, რადგან მას თავად უნდა პრემიერობა. ბიძინა ივანიშვილს კი კალაძის პრემიერობა არ სურს, რადგან ბოლომდე არ ენდობა.

“ვერავინ მიიღებდა ბიძინა ივანიშვილის გარეშე ამ გადაწყვეტილებას. ერთი წუთით რომ დავუშვათ, რომ ჰქონოდათ ამის უფლებამოსილება, ღარიბაშვილს არ დაასახელებდნენ, იმიტომ რომ იქ მყოფთაგან ღარიბაშვილის მიმართ არავის შეიძლება ჰქონდეს რაიმე ბმა. ღარიბაშვილი იყო სათავეში, როცა ჩვენ ამ პარტიას ვქმნიდით. მე მას ბევრი ხანია ვიცნობ და ვიყავით თანამებრძოლები, მაგრამ არც კობახიძე, არც მდინარაძე, იქ ვინც იდგა, არც პაპუაშვილი და სხვები ირაკლი ღარიბაშვილს საერთოდ არ იცნობენ. კახა კალაძე პრემიერად ირაკლი ღარიბაშვილს არ დაასახელებდა, რადგან მას თავად უნდა პრემიერობა. ამიტომ არ დაასახელებდა. ვის შეეძლო ეს გადაწყვეტილება მიეღო? ერთადერთ ადამიანს, ბიძინა ივანიშვილს. რატომ შეიძლებოდა მიეღო? – ვის მიმართაც ირაკლი ღარიბაშვილი ყველაზე ლოიალურია, ეს არის პარტიის ყოფილი ლიდერი, იცის ივანიშვილმა, რომ ღარიბაშვილი მისთვის სიურპრიზების მოწყობი არაა. კობახიძე ჩერჩეტია, ესეთი ჩერჩეტიც არ უნდა პრემიერად. მაგდენიც ესმის, რომ კობახიძის პრემიერად დასახელება არ შეიძლება. რაც შეეხება კალაძის პრემიერობას, მას ბოლომდე არ ენდობა”, - თქვა ეკა ბესელიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42