აშშ-ს საელჩო საქართველოში მორიგ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ვითარების დეესკალაციაზე ყველა მხარემ უნდა იზრუნოს. საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისინი მზად არიან ხელი შეუწყონ დიალოგის გამართვას.
"აუცილებელია, რომ ყველამ იზრუნოს არსებული დაძაბულობის დეესკალაციაზე, რათა შესაძლებელი გახდეს შემდგომ ნაბიჯებზე შეთანხმება. შეერთებული შტატები კვლავ მზად არის ხელი შეუწყოს კონსტრუქციული დიალოგის გამართვას, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოში მშვიდობას, სტაბილურობასა და დემოკრატიულ პროცესს.
საქართველო ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშეა. ქართველი ხალხის ინტერესებშია, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი სწრაფად და მშვიდობიანად მოგვარდეს. შეერთებული შტატები მზადაა დაეხმაროს საქართველოს, დაუბრუნდეს სამუშაო ადგილების შექმნას, სიღარიბის შემცირებასა და ეკონომიკის აღდგენას", - ნათქვამია საეჩოს განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






