ღარიბაშვილის ნომინირება მკაფიო განაცხადია, რომ დიალოგი და შერიგება არ იქნება - დავით ბაქრაძე
პოლიტიკა - 19:28, 18 Feb, 2021     830

"ევროპული საქართველოს" ერთ - ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე ქართული ოცნების მიერ პრემიერმინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის წარდგენას ეხმაურება.

ბაქრაძე აცხადებს, რომ მმართველმა გუნდმა მისი ნომინირებით კონფრონტაციის გზა აირჩია.

"დღეს გახარიას გადადგომამ გააღრმავა ქვეყანაში არსებული განწყობა, რომ სიტუაცია არის შესული ჩიხში, რომ ხელისუფლების ჩამოშლა არის დაწყებული და რომ ამ ქვეყანაში არის ძალიან ღრმა პოლიტიკური კრიზისი. შინაარსობრივად მნიშვნელოვანია რა ტიპის დანიშვნა მოხდა - ღარიბაშვილზე შეიძლება ბევრი თქვა, მაგრამ მთავარი მისი მახასიათებელი არის ის რომ დღემდე, ქართული ოცნების ყველა პრემიერმინისტრს შორის ის იყო ყველაზე აგრესიული, ყველაზე კონფრონტაციული და ყველაზე დაპირისპირებული განსხვავებული აზრის მატარებელ ადამიანებთან და ოპოზიციასთან", - აღნიშნა ბაქრაძემ.

მისივე შეფასებით, ღარიბაშვილის დანიშვნით მმართველმა გუნდმა ოპოზიციის შეთავაზებაზე დიალოგის დაწყებისკენ უარი თქვა.

"ამიტომ შევხედოთ ამ კონტექსტში - დღეს რა სიტუაცია. ვართ გზა გასაყარზე, როცა უნდა გამოჩნდეს ქვეყანა სად მიდის, ერთი გზა არის დიალოგის გზა, მოლაპარაკებების მაგიდის გზა, მეორე გზა არის ის, რაზეც დღეს საუბრობენ ქართულ ოცნებაში, რომ ხვალ მელია მაინც უნდა დავიჭიროთ, არის კონფრონტაციის გზა. მთავარი სიგნალი მის ნომინირებაში არის ის რომ, ის წარმოადგენს მეორე გზას. ეს არის მკაფიო განაცხადი, რომ არანაირი კომუნიკაცია, დიალოგი, შერიგება და ხიდების შენება არ იქნება. პროცესი წავა ბოლომდე აგრესიისკენ. ეს დააჩქარებს ქართული ოცნების დასასრულს", - განაცხადა ბაქრაძემ "ფორმულას" ეთერში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42