პრემიერმინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურას საქართველოს პარლამენტში მხარდაჭერა გარანტირებულად ექნება - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძე ამბობს, რომ პოლიტსაბჭოზე მიღებული გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობას უკვე გააცნეს.
"მხარდაჭერა პრაქტიკულად გარანტირებულია საქართველოს პარლამენტში. იმიტომ, რომ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა დღეს, პრაქტიკულად, სრული შემადგენლობით იყო შეკრებილი. ჯერ პოლიტსაბჭოს ფორმატზე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, შემდეგ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება გავაცანით უმრავლესობას, შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია დაბეჯითებით ვთქვათ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის კანდიდატურას ექნება და პრემიერი გახდება ირაკლი ღარიბაშვილი",- თქვა მან.
მასალის გამოყენების პირობები






