"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია, პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დასახელებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს პირდაპირ ნიშნავს რიგგარეშე არჩევნებს.
მელიას შეფასებით, ღარიბაშვილი "დაქოქილი თოჯინაა".
“ირაკლი ღარიბაშვილი დაქოქილი თოჯინაა. ეს ნიშნავს რომ “ქართულ ოცნებასაც” მობეზრდა რომ იყოს ხელისუფლების მიმტაცებელი. ირაკლი ღარიბაშვილი რომ იყო პრემიერ-მინისტრი, რა გააკეთა? ხუმრობთ? ეს ნიშნავს, რომ ძალიან მალე ახალი არჩევნები ჩატარდება ქვეყანაში. ეს ნიშნავს რომ ბიძინა ივანიშვილის ადიუტანტი დანიშნეს პრემიერ-მინისტრად. ღარიბაშვილი ერთხელ როგორც პატარა ბავშვი ისე გაუშვა, დამთავრებულია “ქართული ოცნება”,- განაცხადა მელიამ.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ''ქართულმა ოცნებამ" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.
მასალის გამოყენების პირობები






